2022 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.8 მლნ აშშ დოლარი (90.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის დეკემბერის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით მეტია.
საქართველოდან უცხოეთში ფულად გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც 6.8 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე თითქმის 4 მლნ ლარით უკრაინაა, ხოლო მესამე ადგილზე 3.8 მლნ აშშ დოლარით რუსეთი.
საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვის დროს ყველაზე ხშირად ფულადი გზავნილების სისტემა Western Union-ს იყენებენ, რომლის საშუალებითაც დეკემბერში თითქმის 10 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე კი რუსული Zolotaya Korona-ა, რომლის გამოყენებითაც საქართველოდან 9 მლნ დოლარი გადაირიცხა.