საქართველომ ჩაის ექსპორტიდან 4,219.02 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტზე 2,002.00 ტონა ჩაი გაიტანა, რაც 7%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულ ჩაისთან (არომატიზებული ან არაარომატიზებული). 2021 წლის 11 თვეში ექსპორტზე 2,158.12 ტონა ჩაი გავიდა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქართული ჩაის ნომერ #1 ბაზარი მონღოლეთია, სადაც მიმდინარე წელს მთლიანად ექსპორტირებული ჩაის 31%-ი გადაიზიდა.
ქართული ჩაი ექსპორტის 21%-ი კი ყაზახეთზე მოდის.
საქართველოში წარმოებული ჩაის ტოპ-იმპორტიორი ქვეყნები:
მონღოლეთი - 628.39 ტონა
ყაზახეთი - 413.23 ტონა
უკრაინა - 316.80 ტონა
აზერბაიჯანი - 236.77 ტონა
ბელარუსი - 121.79 ტონა
სომხეთი - 89.03 ტონა
თურქეთი - 65.14 ტონა
რუსეთი - 57.32 ტონა
თურქმენეთი - 47.82 ტონა
უზბეკეთი - 15.50 ტონა.