2022 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 10 382.49 გარჩეული თხილი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 6%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 9 თვეში საქართველომ უცხოეთის ბაზრებზე 52,415.60 ათასი დოლარის ღირებულების ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაცლილი, ტყის კაკალი ანუ თხილი გაიტანა.
2022 წლის 9 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობით გარჩეული თხილი გერმანიაში გაყიდა, საუბარია მთლიანი ექსპორტის 26%-ზე. ექსპორტის 20%-ი კი იტალიაში განხორციელდა. საგულისხმოა, რომ ქართული გარჩეული თხილის 72%-ის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.
სტატისტიკის თანახმად, იანვარ-სექტემბერში საქართველომ გარჩეული თხილი 35 ქვეყანაში გაყიდა. გარჩეული თხილის ტოპ-5 ექსპორტიორი ქვეყანა:
- გერმანია - 2,659.64 ტონა - 13,562.44 ათასი დოლარი;
- იტალია - 2,095.50 ტონა - 10,226.52 ათასი დოლარი;
- სომხეთი - 1,087.44 ტონა - 4,588.11 ათასი დოლარი;
- ესპანეთი - 864.00 ტონა - 4,627.91 ათასი დოლარი;
- ლიეტუვა - 441.30 ტონა - 2,371.66 ათასი დოლარი;