საქართველომ კოვიდსიკვდილიანობით იტალიასაც გაუსწრო

საქართველომ კოვიდსიკვდილიანობით იტალიასაც გაუსწრო

access_time2021-09-28 15:00:43

საქართველომ, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვით იტალიასაც გაუსწრო და მე-15 ადგილი დაიკავა. 27 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდმა მსოფლიოში სულ 4.763 მლნ ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 8844 საქართველოში, რაც ყოველი 1 მლნ-დან 2222-ს ნიშნავს.



პანდემიის დაწყებიდან პირველი 6 თვის მანძილზე, საქართველო, ძალიან მკაცრი შეზღუდვების ხარჯზე, კოვიდთან ბრძოლაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რიცხვით ქვეყნების ჩამონათვალში 150-ს მიღმა იმყოფებოდა და თითქმის კუნძულოვან სახელმწიფოებს უთანაბრდებოდა. სექტემბრიდან ყველაფერი აირია, ნოემბერ-დეკემბერში დღიურად იმაზე 3-ჯერ მეტი ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდებოდა, ვიდრე ჯამურად პირველ 6 თვეში.



ცალკეული პიკები თითქმის ყველა ქვეყანამ გამოიარა, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით განვითარებულ ქვეყნებში 2021 წლის გაზაფხულიდან ან ზაფხულიდან მაინც მასობრივი ვაქცინაციის წყალობით სიკვდილიანობის კოეფიციენტი მკვეთრად შემცირდა. საქართველოში კი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა.



27 სექტემბრის მდგომარეობით სულ 6.1 მლრდ აცრაა ჩატარებული და მინიმუმ 1 დოზით პლანეტის მოსახლეობის 44.5%-ა აცრილი, ორივე დოზით 32.7%. საქართველოში კი 1.750 მლნ აცრაა ჩატარებული და მინიმუმ 1 დოზით 970 ათასი ადამიანია აცრილი, რაც მოსახლეობის 26.2%-ს უდრის. სრულად აცრილ პირთა რიცხვი კი 778 ათასს შეადგენს. ეს კი მოსახლეობის 21%-ა.



ცალკეულ ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. Ourworldindata-ს ცნობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია მოსახლეობის 92%, ორივე დოზით - 82%, პორტუგალიაში მინიმუმ 1 დოზით 88% და ორივე დოზით - 85%, ისლანდიაში შესაბამისად 82% და 80%, ესპანეთში 80% და 78%, სინგაპურში მ79% და 77%, ურუგვაიში 78% და 74%, ჩილეში 78% და 73%, დანიაში 77% და 75%, კანადაში 76% და 75%, ჩინეთში 76% და 71%, შვედეთში 70% და 64%. ქვეყნები როგორც წესი აცრილებს სრული მოსახლეობიდან ითვლიან, საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ 16 წლიდან აღრიცხავს.




თუ ესპანეთში პირველი პიკის დროს, გასული წლის მარტში დღიურად საშუალოდ 8700 ადამიანი ინფიცირდებოდა და 880 იღუპებოდა, ბოლო პიკის დროს, 2021 წლის ივლისში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 25 000-ს მიაღწია, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 115-მდე შემცირდა. პორტუგალიაში, თუ იანვარში ყოველდღიური სიკვდილიანობა 280-ს აჭარბებდა, ახლა ის 7-მდეა შემცირებული, საამიროებში ორნიშნა მსხვერპლი ბოლოს ივნისში აღირიცხა.



საქართველოსთვის იტალია და შვედეთი განსაკუთრებულ შემთხვევებს წარმოადგენს. გასული წლის მარტსა და აპრილში ლიაო. იტალიაში მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმე იყო და დღიურად 800 ადამიანი იღუპებოდა, ახლა ეს რიცხვი 54-მდეა შემცირებული. პირველი ტალღიდან 1.5 წლის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მსხვერპლის ოდენობით საქართველომ იტალიას გაუსწრო. 27 სექტემბრის მდგომარეობით 1 მლნ-დან 2222 გარდაცვლილით საქართველო მე-15 ადგილზეა, ხოლო იტალია 1 მლნ-დან 2166 გარდაცვლილით მე-18 ადგილზე.



იტალიის მსგავსად აქტიურად განიხილებოდა შვედეთის მაგალითიც, ქვეყნის, რომელმაც მკაცრ ლოკდაუნზე უარი თქვა და მინიმალური შეზღუდვებით შემოიფარგლა. მის მთავრობას მკვლელს და ადამიანების სიცოცხლით მოვაჭრეს ეძახდნენ. 1.5 წლის წინ შვედეთი მართლაც იყო პირველ ათეულში სიკვდილიანობის მხრივ, დღეს კი 1 მლნ-დან 1452 გარდაცვლილით 43-ე ადგილზეა. საქართველოში რომ შვედეთისნაირი სიტუაცია იყოს კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა ახლა 8884 კი არა 3511-ით ნაკლები, 5372 იქნებოდა.



საქართველოში კომენდანტის საათი აღარ არის, მაგრამ პირბადით სიარული ღია სივრცეშიც კი სავალდებულოა, დანიასა და ისლანდიაში აღნიშნული ვალდებულება დახურულ სივრცეში მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი გაუქმდა.



მეზობელი სახელმწიფოებიდან ვაქცინაციის მხრივ საქართველო მხოლოდ სომხეთს ჯობნის სადაც ვაქცინის 1 დოზა მოსახლეობის 8%-ს აქვს გაკეთებული და ორივე დოზა 4.4%-ს, აზერბაიჯანში მინიმუმ 1 დოზით მოსახლეობის 46%-ა აცრილი, ორივე დოზით - 36%, თურქეთში მინიმუმ 1 დოზით 63% და სრულად - 51%. სახარბიელო მდგომარეობა არც რუსეთშია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ვაქცინის შექმნის შესახებ პირველმა განაცხადა, დღემდე მხოლოდ მოსახლეობის მესამედი აცრა, ვაქცინის სრული დოზა კი მოსახლეობის 29%-ს აქვს გაკეთებული. 24 სექტემბერს რუსეთში კოვიდით 828 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია.



სიკვდილიანობის მკვეთრად შემცირებისთვის მთელი მოსახლეობის და არა მხოლოდ სრულწლოვნების მინიმუმ 60%-ის, რეალურად კი როგორც პრაქტიკამ აჩვენა მინიმუმ 70%-ის სრული დოზით აცრაა საჭირო. იმისთვის რომ თუნდაც ახალ წლამდე მოსახლეობის 60% იყოს აცრილი, დამატებით 2.690 მლნ აცრა უნდა ჩატარდეს, რაც დღიურად 28.3 ათას აცრას გულისხმობს, ქვეყანამ ამ მაჩვენებელს აგვისტოში რამდენჯერმე მიაღწია, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარში 12-13 ათასამდე შემცირდა. ამ ტემპით წლის ბოლომდე მოსახლეობის 40%-ის ვაქცინირება მოესწრება მხოლოდ. თუ სამიზნე მაჩვენებლად 70%-ს ავიღებთ მაშინ დღიურად 36 ათასი აცრის საჭიროება დგება. იდეალურ, მაგრამ უკვე არარეალურ შემთხვევაში, მეხუთე ტალღის სიმძიმის თავიდან ასაცილებლად 1-ელ დეკემბრამდე დღიურად 54 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს.



ანტივაქსერები ამტკიცებენ, რომ აცრილები მაქსიმუმ 2 წელიწადში დაიხოცებიან, ამ ლოგიკით მათ მაქსიმუმ 2 წელიწადში მინიმუმ 3.5 მლრდ ადამიანის დაკრძალვა მოუწევთ. დღეის მდგომარეობით სწორედ ამდენი ადამიანია მინიმუმ 1 დოზით აცრილი.



გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up