საქართველოდან ოქროს (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) ექსპორტი 25%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვეში საქართველოდან 1.95 ტონა ოქროს იმპორტი განხორციელდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.46 ტონა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში საქართველომ ექსპორტზე 62 489.50 ათასი დოლარის ოქროს ექსპორტი განახორციელა, 2021 წლის 9 თვეში კი 47 567.72 ათასი დოლარის.
ქართული ოქროს ძირითადი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, რადგანაც სწორედ შვეიცარიაზე მოდის მთლიანი ოქროს ექსპორტის 94%-ი. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან შვეიცარიაში 1.84 ტონა ოქროს ექსპორტი დაფიქსირდა. საექსპორტო ბაზრებს შორისაა გერმანია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
საანგარიშო პერიოდში გერმანიაში 2 631.78 ათასი დოლარის ღირებულების 0.07 ტონა ოქრო გავიდა, თურქეთში 1,156.40 ათასი დოლარის 0.03 ტონა ძვირფასი ლითონის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, საქართველოდან 658.58 ათასი დოლარის 0.02 ტონა ოქროს ექსპორტი დაფიქსირდა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს იმპორტი 2013 წელს განხორციელდა. 2013 წელს საქართველომ ექსპორტზე 4.29 ტონა ოქრო გაიტანა.