საქართველო შვედეთისგან ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის  56 500 000 შვედურ კრონას მიიღებს

საქართველო შვედეთისგან ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის 56 500 000 შვედურ კრონას მიიღებს

access_time2021-12-18 13:29:49

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში განხორციელდება და დაეხმარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გააძლიეროს ინსტიტუციური შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში არსებული ჭალის ტყის განაშენიანების პროექტი მომზადდება.

„კრწანისის ტყე-პარკის სივრცე მოეწყობა იმგვარად, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეკოსისტემა და განვავითაროთ საბაზისო ეკოინფრასტრუქტურა. აღნიშნული საგრანტო შეთანხმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს პირდაპირი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან და მისი განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან დაახლოებას“, - განაცხადა მინისტრმა.

პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის საელჩოსთან თემატური პოლიტიკის დიალოგის საფუძველზე და დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებებით.


„აღნიშნული პროგრამა ბიომრავალფეროვნების დაცვას და აღდგენის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ასევე, მთავრობას საშუალებას მისცემს, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად, შეიძინოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების ახალი ავტომატური სადგურები“, - განაცხადა შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 56 500 000 შვედურ კრონას შეადგენს. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია; განხორციელების პერიოდი - 2021 წლის დეკემბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის უშუალო განმახორციელებლები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up