2023 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში თურქეთიდან 17 ქვეყანაში 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების ქაფშიას (ხამსა) ექსპორტი განხორციელდა.
შავი ზღვის აღმოსავლეთ ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის პერიოდში თურქეთიდან, 17 ქვეყანაში 303 ტონაა ქაფშია გაიყიდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ქაფშიის მყიდველ ქვეყნებს შორის დაემატა შვედეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ლიბანი და სომალი.