წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით. 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორი 230.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი, 157 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, გთავაზობთ კომპანიების ათეულს, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, გასულ წელს. აღსანიშნავია, რომ საწარმოები რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული.
„აიდიეს ბორჯომი საქართველო“, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი;
შპს „თბილისი ენერჯი“;
სს „ენერგო - პრო ჯორჯია“;
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“;
შპს „რუსთავის ფოლადი“;
შპს „მტკვარი ჰოლდინგი“;
შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“;
სს „ბიჯეო ჯგუფი“;
სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“;
შპს „ენთეინ ჯორჯია“.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"