საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მილიარდ 302 მილიონი ლარით განისაზღვრება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მილიარდ 302 მილიონი ლარით განისაზღვრება

access_time2022-10-03 09:00:00

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.


მთავრობა განმარტავს, რომ 2023 წლის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია ერთ მილიარდ 939,4 მლნ ლარით და განისაზღვრება 21 მილიარდ 302 მილიონი ლარით.


მთავრობის ცნობით, მათ შორის შემდეგი მონაცემებია: შემოსავლები – 17 193,3 მლნ ლარი (2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია – 2 632,9 მლნ ლარით);


საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 15 მლრდ 953,5 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 მლრდ 529.8 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს აღემატება მლრდ 480,5 მლნ ლარით.


„საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 მლრდ 106,8 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 806,8 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 516,1 მლნ ლარით; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა ერთი მლრდ 945 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 325 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს – 116,0 მლნ ლარით;



დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 მლრდ 426,7 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება ერთი მლრდ 028 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 600,4 მლნ ლარით; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 მლრდ 100 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 210 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 115 მლნ ლარით;


იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 125 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 40 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 13 მლნ ლარით; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 250 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 120 მლნ ლარით).


სხვა შემოსავლების პროგნოზი 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 165 მლნ ლარით და განისაზღვრება – 960 მლნ ლარის ოდენობით (განახლებულ პროგნოზთან შედარებით გაზრდილია 15 მლნ ლარით); გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრება 279.8 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:


საბიუჯეტო გრანტების ფარგლებში მისაღები შემოსავლები შეადგენს 135 მლნ ლარს. საინვესტიციო გრანტები შეადგენს 44.8 მლნ ლარამდე;სსიპ-ების მიერ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გადმოსარიცხი თანხები შეადგენს 100 მლნ ლარს; არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 200 მლნ ლარს; ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი განისაზღვრა 280 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3 628,7 მლნ ლარის ოდენობით მათ შორისაა: საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს ერთი მლრდ 400 მლნ ლარს; საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს ერთი მლრდ 928.7 მლნ ლარს; საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 300 მლნ ლარს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.


მთავრობა განმარტავს, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას ერთი მლრდ 218,5 მლნ ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 მლრდ 410,2 მლნ ლარს შეადგენს.


პირველი არხი



თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up