იანვარ-სექტემბერში საქართველოში 103,138.22 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-იან კლებას აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანამ სულ 37,406.05 ათასი დოლარის ხორბალი შეიძინა. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ხორბლის იმპორტის 93%-ი რუსეთზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 35,421.76 ათასი დოლარის ღირებულების 95,865.85 ტონა ხორბალი იყიდა, ხოლო ყაზახეთიდან 9 თვეში შემოტანილია 1,269.52 ათასი დოლარის ღირებულების 3,703.00 ტონა პროდუქცია. ამავე პერიოდში საქართველომ სომხეთიდან 714.68 ათასი დოლარის ღირებულების 3,569.33 ტონა ხორბალი იყიდა. მცირე რაოდენობის ხორბლის იმპორტი მოხდა ასევე გერმანიიდან, საიდანაც საქართველოში 0.10 ათასი დოლარი ღირებულების 0.04 ტონა ხორბალი შემოვიდა.
არსებული მაჩვენებლებით საქართველომ 9 თვეში რუსული, ყაზახური, სომხური და გერმანული ხორბალი მოიხმარა.
რაც შეეხება იმპორტს თვეების მიხედვით ის ასე გამოიყურება:
იანვარი - 11,736.59 ტონა
თებერვალი - 11,782.26 ტონა
მარტი - 9,962.99 ტონა
აპრილი - 8,181.29 ტონა
მაისი - 2,743.41 ტონა
ივნისი - 5,671.20 ტონა
ივლისი - 5,038.20 ტონა
აგვისტო - 29,775.78 ტონა
სექტემბერი - 18,246.50 ტონა.