საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

access_time2023-01-11 13:30:49

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირებას აცხადებს. სტაჟირება მოიცავს ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა სამსახურებში 3-დან 6 თვემდე პერიოდს. რაც მთავარია, კომპანია აპლიკანტებს არ სთხოვს სამუშაო გამოცდილებას. ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა, დანარჩენ საჭირო უნარებს კი სტაჟირების მსურველები ადგილზე შეისწავლიან. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში აეროდრომის ექსპლუატაციის, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით  დასაქმდებიან.

 

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მუდმივად აძლევს საშუალებას  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზე დასაქმდნენ.

 

 


კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟირების პერიოდში  დარიცხული ანაზღაურება  625 ლარი იქნება. სტაჟირების შემდეგ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატები 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. ამ პერიოდში მოხდება სტაჟირების პერიოდში ნასწავლი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება და თითოეული მათგანის დარიცხული ანაზღაურება იქნება 1000 ლარი, ხოლო გამოსაცდელი ვადის შემდეგ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები დაინიშნებიან უვადოდ და თითოეულის დარიცხული ხელფასი იქნება 1375 ლარი.

 

 

2022 წლის ივლისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 30 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიაა, სხვადასხვა დროს გამოცხადებული ვაკანსიისას hr@airports.ge -ზე შემოსულ რეზიუმეებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, 1 წლის განმავლობაში ინახავს.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up