საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული კვების ობიექტების განთავსების მიზნით ქართულ ბრენდებს იწვევს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული კვების ობიექტების განთავსების მიზნით ქართულ ბრენდებს იწვევს

access_time2021-11-19 11:50:00

ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ახალი და აღდგენილი მიმართულებების მატებასთან ერთად, ახალი სერვისებიც ემატება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


საერთაშორისო ბრენდების შემოყვანის, პროდუქტებისა და მომსახურების დივერსიფიკაციის პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამჯერად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ქართულ კერძებზე ორიენტირებულ კვების ობიექტებს იწვევს.



,,ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტზე, რაც გულისხმობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ქართული სამზარეულო. ეს ნიშა ჯერჯერობით შესავსებია და ვიწვევთ დაინტერესებულ კომპანიებს თანამშრომლობისათვის. უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უმნიშვნელოვანესია სწორედ ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, განსაკუთრებით კი იმერეთის რეგიონში. აეროპორტი ჩვენი ქვეყნის სახეა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რითიც ვამაყობთ შესაბამისად და სათანადოდ იყოს წარმოდგენილი - ეს არის მგზავრის პირველი და ბოლო შთაბეჭდილება ჩვენი ქვეყნის შესახებ.




შესაბამისად, კომერციული ფართების დაგეგმარების პროცესში ეს ხედვა გათვალისწინებული იქნება. ამ ეტაპზე, სპეციალურად ქართული ბრენდებისთვის აეროპორტის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც საპასპორტო კონტროლამდე - ულამაზეს ტერასასთან, ასევე საპასპორტო კონტროლის შემდგეგ გვაქვს გამოყოფილი ფართები საკვები ობიექტისთვის. აღნიშნული ორი ფართის გაერთიანება, ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ ფასად, ობიექტების ოპერატორს საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება არამხოლოდ მგზავრი, არამედ დამხვედრიც და გამცილებელიც, მისი პროდუქტი შესთავაზოს ტერმინალის 2 ყველაზე დატვირთულ და ცხელ წერტილში“,-აცხადებს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.



მისი თქმით, აეროპორტების გაერთიანება ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული პროდუქცია თუ სერვისი შესთავაზოს ქუთაისის აეროპორტის მგზავრს, ასევე, ხელი შეუწყოს ქართული კომპანიების აეროპორტში მაქსიმალურად წარმოჩენას. მსგავსი მიდგომა კომპანიის ხედვით გააძლიერებს არამხოლოდ აეროპროტის შეთავაზებას, არამედ არის შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის გააფართოვონ მოცვის არეალი და გაზარდონ ბრენდის ცნობადობა.
აეროპორტში ოპერირებით დაინტერესებული კომპანია უნდა წარმოადგენდეს ქართულ ბრენდს და გააჩნდეს ამ მიმართულებით ოპერირების გამოცდილება. ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 2 კვების ობიექტი - ბასკინ რობინსი და კოფისტა ოპერირებს, ხოლო წლის ბოლომდე მგზავრებს დამატებით სამი ბრენდი: დანკინი, სმარტი და მეამა მოემსახურება.



დაინტერესებულმა პირებმა კომპანიას შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: business@airports.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up