საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2021 ფინანსური წელი19 მლნ ლარიანი მოგებით დახურა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2021 ფინანსური წელი19 მლნ ლარიანი მოგებით დახურა

access_time2022-07-14 19:05:07

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2021 ფინანსური წელი 19 მილიონ ლარიანი მოგებით დაასრულა. 2021 წელს კომპანიის შემოსავლებმა  66.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ 19 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდირებულია საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers (PWC)-ის მიერ. აუდიტორის მიერ ანგარიშგებაზე გაცემულია არამოდიფიცირებული მოსაზრება.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, პანდემიური 2020 წლის შემდეგ მოლოდინები პოზიტიურია.


„გასული წელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოგებით დაასრულა. 2020 წლის იგივე მონაცემებთან შედარებით გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. 2021 წელს კომპანიამ დაიწყო პანდემიური ფორსმაჟორიდან ეტაპობრივად გამოსვლა, მსოფლიოში არსებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად გაიზარდა ფრენების რაოდენობა და შესაბამისად იმატა მგზავრთანაკადმაც, რაც ასევე აისახა ჩვენს შემოსავლებზე. მოგება სრულად მოხმარდება 2022 წლის დაგეგმილ კაპიტალურ ხარჯებს, მათ შორის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას,“ აცხადებს თამარ არჩუაძე.



კომპანიამ 2021 წელს მიიღო შემდეგი შემოსავლები: საავიაციო ამონაგები -  36,6 მლნ ლარი, არასაავიაციო ამონაგები -  9,1 მლნ ლარი, ამონაგები გაცემული საკონცესიო უფლებიდან - 18,5 მლნ ლარი, ხოლო საიჯარო შემოსავალი - 2,6 მლნ ლარი.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ავიაციის ბიზნესი და მათ შორის შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. 2021 წლიდან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო რეისების ეტაპობრივი აღდგენა. 2021 წლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა აღდგა 62 % ით, ხოლო მგზავრთნაკადი 48 %-ით.


აეროპორტების გაერთიანების საქმიანობისათვის ძირითადად რისკებისა და გამოწვევების განმსაზღვრელ ფაქტორებს შესაძლოა წარმოადგენდეს ქვეყანაში და რეგიონში არსებული ზოგადი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო და მოვლენები,(მათ შორის, სავალუტო კურსის მერყეობა), ასევე რეგიონის და გარკვეულწილად - ევროპის საავიაციო ბაზარზე არსებული ეკონომიკური ვითარება. ასევე, გასათვალისწინებელია ზოგადად სამოქალაქო ავიაციისათვის საერთო უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების გამოწვევები. კომპანია შეძლებისდაგვარად, ყველა განსაკუთრებულ გარემოებაში თავის საქმიანობაში ამ რისკებს ითვალისწინებს. კერძოდ, ფულადი სახსრების აკუმულირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სხვადასხვა ვალუტაში ახდენს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ვალუტაში ვალდებულებების შესრულებისას კურსის ცვალებადობით მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up