საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მგზავრთნაკადის პანდემიამდელ მაჩვენებლებზე გასვლა ვერ მოახერხეს, თუმცა პროგნოზირებულზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ

საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მგზავრთნაკადის პანდემიამდელ მაჩვენებლებზე გასვლა ვერ მოახერხეს, თუმცა პროგნოზირებულზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ

access_time2022-12-19 09:00:20

საქართველოს აეროპორტებმა 2022 წელს მგზავრთნაკადის პანდემიამდელ მაჩვენებლებზე გასვლა ვერ მოახერხეს, თუმცა პროგნოზირებულზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, ეს იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს საქართველოს ავიაბაზარმა, უკრაინის ბაზრის სახით, მგზავრთნაკადის მინიმუმ 15% დაკარგა.

 

 

2022 წლის დასაწყისში ქვეყნის საავიაციო ხელმძღვანელობა მგზავრთა ნაკადის დაბრუნების მაჩვენებელს 65%-მდე ვარაუდობდა, პესიმისტური გათვლებით კი 40-45%-ის დონეზე. თუმცა უკრაინის ბაზრის დაკარგვის ფონზეც კი, შედეგმა ოპტიმისტურ სცენარსაც გადააჭარბა და 11 თვის მაჩვენებლებით, მგზავრთნაკადის 83%-იანი აღდგენა აჩვენა.

 

 

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში წელს თბილისის აეროპორტში, პანდემიამდელი მგზავრთნაკადის 59%-ის დაბრუნებას პროგნოზირებდნენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 2021 წლის დონეს - 83%-ს. თუმცა წლის ბოლოს რეალობა  წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე გაცილებით კარგი აღმოჩნდა. 2022 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა პანდემიამდელი მაჩვენებლის 79%-ს მიაღწია, მგზავრთნაკადის 98%-იანი აღდგენაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

 

 

ასევე ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების ქვეშ იმყოფება, 2022 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით პანდემიამდე არსებული მაჩვენებლის 90%-ი უკვე დაიბრუნა.

 

 


აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს ავიაბაზარზე ქართული ავიაკომპანიების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2019 წლის სტატისტიკით, მგზავრთნაკადის 11% ეროვნულ ავიაკომპანიებზე მოდიოდა, 2022 წლის სტატისტიკაში მათი წილი მხოლოდ 3%-ია. ეს ნიშნავს, რომ არსებული კრიზისის ფონზე, ქართულ ავიაკომპანიებს აღდგენა ძალიან გაუჭირდათ.

 

2023 წელს პანდემიამდელი მაჩვენებლების აღდგენაა ნავარაუდები, ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ავიაბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა ავიაკომპანიამ ახალი ევროპული მიმართულებები უკვე დააანონსა. საავიაციო ხელისუფლება და აეროპორტები აქტიურ მოლაპარაკებებში არიან როგორც ახალ ავიაკომპანიებთან, ასევე არსებულ ავიაკომპანიებთან სიხშირეების ზრდაზე.

 

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით, ჯამში, 4 059 453 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 81,47%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებთან შედარებით.

 

2021 წლის 11 თვეში ქვეყნის აეროპორტები 2 237 038 მგზავრს მოემსახურნენ, 2020 იგივე პერიოდში 814 690-ს, 2019-ში კი ეს რაოდენობა 4 877 967 იყო.

შესაბამისად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 16,78%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 398,28%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 81,47%-იანი მატება.

 

 

საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად აისახა და უფრო პირდაპირ, რომ ვთქვათ, ზრდა ერთგვარად შეანელა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, რის გამოც უკრაინაში შეჩერდა ფრენები და რიგმა ავიაკომპანიებმა ამ კონფლიქტის გამო საკუთარ მიმდინარე გეგმებს გადახედეს, რიგ შემთხვევაში დააპაუზეს კიდეც. ამის მაგალითია Wizz Air, რომელიც 2023 წელს ქუთაისიდან სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით ფრენებს ვეღარ იწყებს და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ელოდება.

 

უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 24 თებერვლიდან ჩაკეტა. შესაბამისად უკრაინული ბაზარი დაკარგა როგორც საქართველოს ავიაციამ, ასევე საქართველოს ტურისტულმა ბაზარმაც.  2021 წლის მაჩვენებლებით საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული ავიაკომპანიების წილი 15%-ი იყო, 2019 წელს კი მხოლოდ 8%-ი. 2021 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს ავიაბაზარზე 4 უკრაინული ავიაკომპანია ოპერირებდა: SkyUp Airlines (8%), Bees Airline (3%), FlyUIA (3%) და YanAir Airlines-ი (1%).

 

როგორც ცნობილია, საქართველოში მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საქართველომ საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი, აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს შიდა აეროპორტებმა პანდემიამდელი მაჩვენებლების გაუმჯობესება შეძლეს. ქვეყანაში მზარდი ტურისტულ ნაკადის ფონზე, შიდა ფრენებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up