„საქართველოს ავტოპარკის 35% თბილისშია თავმოყრილი, დანარჩენი კი რეგიონებში, – ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ საავტომობილო სექტორის უახლეს კვლევაში.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვეყნის საერთო ავტოპარკის 14% იმერეთშია, 10% ქვემო ქართლში, 9% კახეთში, 7% სამეგრელოში, 8% აჭარაში, 6% შიდა ქართლში, 4% სამცხე ჯავახეთში და სხვა რეგიონებში – 8%. ასევე, ახლადრეგისტრირებული ავტომობილების 41%-იც თბილისზე მოდის.
„ისტორიულად რომ შევადაროთ 2022 წლის 9 თვეში უკვე იმაზე მეტი ახალი ავტომობილი არის საქართველოში დარეგისტრირებული, ვიდრე მთლიანად 2019 წელს,“ – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო სექტორში ახალ დარეგისტრირებულ ავტომობილებში გაზრდილია გაზზე მომუშავე მანქანების წილი.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2022 წელს წლიური მაჩვენებელი გადააჭარბებს პანდემიანდელ არსებულ დონეს.