საქართველოს ბანკი Altera Audit-თან ერთად  მცირე და საშუალო ბიზნესს  საგადასახადო რისკების დადგენას სთავაზობს

საქართველოს ბანკი Altera Audit-თან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო რისკების დადგენას სთავაზობს

access_time2023-04-10 16:00:26

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი,  მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, Altera Audit-ი მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო აუდიტის ავტომატიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს.

 

პროგრამაში ჩართულ პირველ 100 მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ისარგებლოს საგადასახადო რისკების შემფასებელი პროგრამის ალტერას ერთჯერადი მომსახურებით, საფასურის 70%-ს კი, საქართველოს ბანკი დააფინანსებს. რაც გულისხმობს იმას, რომ ALTERA ბიზნესის საბუღალტრო მონაცემების შესწავლის საფუძველზე შესაძლო საგადასახადო რისკებს დაადგენს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აღნიშნული რისკების პრევენციაში დაეხმარება.

 

ALTERA-ს მომსახურების პროგრამით სარგებლობას VISA ბიზნეს ბარათის მფლობელი კომპანიები შეძლებენ. შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ მითითებულ ბმულს.

 

„საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას და სერვისებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. ამჯერად, ALTERA ბიზნეს მომხმარებლებს ერთჯერად მომსახურებას გაუწევს. Alter Audit-ი უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფაა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სგან, რომელიც კომპანიის საგადასახადო რისკებს აიდენტიფიცირებს, განსაზღვრავს საგადასახადო შემოწმების ალბათობას და მომხმარებლებს აძლევს რეკომენდაციებს ფინანსური აღრიცხვის კუთხით“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.


 

ინფორმაციისთვის, ALTERA (www.altera.ge) არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს ციფრული მიმართულება.  ALTERA-ს მიზანია ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და იმგვარად გამარტივება, რომ მაქსიმალურად კომფორტული, მოსახერხებელი და ხარჯთეფეტური იყოს მომხმარებლისთვის. ALTERA-ს პროდუქტები მორგებულია როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესზე. Altera Audit-ის გარდა Altera მომხმარებელს სთავაზობს ფინანსური ანგარიშგების და ფინანსური ანალიტიკის ავტომატიზაციის პროგრამებს.  

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ბიზნესისთვის საჭირო კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის საბუღალტრო, საგადასახადო და ფინანსური მიმართულებით.

 

Loialte_ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.loialte.com.ge


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up