საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს - საჯარო მეტყველების კონკურსზე რეგისტრაცია 6 მარტს დასრულდება

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს - საჯარო მეტყველების კონკურსზე რეგისტრაცია 6 მარტს დასრულდება

access_time2023-03-03 11:10:30

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU)საქართველოში საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსს მართავს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებასდა ახალი შესაძლებლობების შექმნას.


 

სწორედ ამ მიზნით, კონკურსის გამარჯვებულსაქვს შანსი, გაემგზავროს ლონდონში და მიიღოს მონაწილეობა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში.


 

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 6 მარტს დასრულდება.

 



პროექტში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

 


პირველი ტურის ფარგლებში, ახალგაზრდები წარადგენენ საკუთარ ესეს თემაზე„ერთაშორის ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მარტო მთავრობებს არ უნდა ეხებოდეს“.30 საუკეთესო თემის ავტორი გადავა მეორე ტურში და წარდგება ოთხი წევრისგან შემდგარი ჟიურის წინაშე, რომელიც 10 საუკეთესოს შეარჩევს.

 


მესამე ეტაპზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და II-III საპრიზო ადგილის მფლობელი კონკურსანტები. გამარჯვებული გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

 


„საქართველოს ბანკის მიზანია, ახალგაზრდებისთვის შექმნას ახალი შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მათი პოტენციალის გამოვლენას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის აქტიური მხარდამჭერია.პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები ივითარებენ კრიტიკულ აზროვნებასა და ლოგიკური მსჯელობის უნარებს, სწავლობენ საჯარო მეტყველების თავისებურებებს და საჯარო გამოსვლის ტექნიკებს, რაც მომავალშიდაეხმარება მათ როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, შეჯიბრში მონაწილეობა 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“,- აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გოჩაშვილი.

 


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up