საქართველოს ბანკი კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

access_time2023-04-21 12:00:33

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგროსექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ  მომსახურებას შესთავაზებს.

 

კომპანია „აგროკომი“ სოფლის მეურნეობის სექტორში საკონსულტაციო მომსახურებას 2008 წლიდან ეწევა. ძირითადი მიმართულებებია: ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვა, ფერმერულ მეურნეობებში კონსუტაციების გაწევა, მეხილეობის, მებოსტნეობის, მევენახეობის და მემარცვლეობის განვითარება.

 

კომპანია ასევე ახორციელებს  აგრო-ბიზნეს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით:  აგრო-ბიზნეს გეგმების შედგენა; კონსულტაციები საირიგაციო საკითხებთან დაკავშირებით; ბაღების გაშენება და დაგეგმარება; სხვადასხვა კულტურების ჯიშების და ნერგების ხარისხების შერჩევა; კონსულტაციები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის შესახებ; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევა და სწორი ექსპლუატაცია.

 


„კონსულტაციებიდან და ტრენინგებიდან გამომდინარე ფერმერების და ორგანზაციების მხრიდან ხშირად ჩნდებოდა შეკითხვები, თუ სად შეიძლებოდა ამა თუ იმ ტექნიკის ან პროდუქციის შეძენა, რომელიც უზრუნველყოფდა ფერმერული მეურნეობების სწორ და წარმატებულ განვითარებას და საწარმოო ციკლის უწყვეტი ჯაჭვის შექმნას. აქედან გამომიდარე კომპანიამ 2011 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო სხვადასხვა სერვისების და პროდუქტების დამატება, რომელიც აუცილებელია ინტენსიური მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, - აღნიშნავს კომპანია „აგროკომის“ დირექტორი, ირაკლი მერკვილიშვილი.

 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აგროსექტორის მხარდაჭერა, რადგან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება აგრომიმართულებით ის სიღრმისეული ცოდნა, რაც ფერმერს საქმიანობის სწორად წარმართვისთვის სჭირდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენი მხარდაჭერითა და პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებმაც წლების განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს, მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციური კონსულტირების შესაძლებლობა მივცეთ, შევთავაზოთ დამატებითი მომსახურება. აღნიშნული ინივიაცივა ბიზნესს მისცემს ბიძგს, აგრომიმართულებით აკეთოს მეტი, დაეხმაროს და ასწავლოს სხვებს და გაზარდოს ქვეყანაში აგრო პროდუქტების წარმოება. ეს ხელს შეუწყობს სოფლის-მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

 

ცნობისთვის, „აგროკომი“ მსოფლიოში ცნობილი სასოფლო-სამეურნეო გლობალური კომპანიებისა და ბრენდების ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა საქართველოში.

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up