საქართველოს ბანკი ლოკოკინის წარმოების ხელშეწყობას აძლიერებს

საქართველოს ბანკი ლოკოკინის წარმოების ხელშეწყობას აძლიერებს

access_time2022-02-22 17:36:50

საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკი ჩერასკოს ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტთან პარტნიორობას იწყებს. რაც იმას გულისხმობს რომ, საქარათველოს ბანკი საქართველოში ლოკოკინის წარმოების კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას განაგრძობს. საქართველოს ბანკს უკვე დაფინანსებული აქვს რამდენიმე პროექტი, რაც საქართველოში ლოკოკინების ბიზნესის დაწყებასა და ექსპორტე გატანას ითვალისწინებს, თუმცა ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში ბანკი ამ მიმართულებას კიდევ უფრო გააძლიერებს. რა არის ჰელისიკულტურა? ეს არის ღია ცის ქვეშ, ლოკოკინების მოშენების სრულიად ბუნებრივი მეთოდი. სწორედ ამ მეთოდთან დაკავშორებით 19 თებერვალს, რედისონში ჰელისიკულტურის ჩერასკოს მეთოდის საინფორმაციო დღე გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო Chiocciola Metodo Cherasco-ს მიერ ის შესაძლებლობები, რომლესაც კომპანია ქართველ, ლოკოკინის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს. კომპანია საქართველოში ლოკოკინის წარმოების ხელშეწყობასა და იტალიაში, მის ექსპორტზე გატანასა გეგმავს.


„ლოკოკინა არის პროდუქტი, რომელიც უძველეს რეგიონალურ-გასტრონომიულ ტრადიციას წარმოადგენს, ის ასევე ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტი ძალიან საინტერესოა იმით, რომ კომპანია წარმოებული პროდუქციის, ამ შემთხვევაში ლოკოკინის, საერთაშორისო ექსპორტზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ აგრომიმართულების აქტიურ მხრდაჭერას“,- განაცხადა ბექა გონაშვილმა, საქართველოს ბანკის აგროსექტორის კოორდინატორმა.



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up