საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

access_time2021-10-01 10:30:15

საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს. პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე კი, ბანკი ქალ მეწარმეებს, Visa-სთან პარტნიორობით, ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას  “Adapter”-ს სთავაზობს.

 

პროექტის ფარგლებში ქალი მეწარმეები, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, ავტომატურად ჩაერთვებიან ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ში, რომელიც ბიზნესს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს დახმარებას, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.

 

ამ დროისთვის  „Adapter-ის მეშვეობით უკვე  26 კომპანიაა გაციფრულებული. მათ შორისაა „იზოსია“ და Tamari Handmade in Georgia. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ გაციფრულების გარდა, ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, ზრუნავს მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაზე.

 

„საქართველოს ბანკი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პატნიორია ნებისმიერი როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის. რაც შეეხება გაციფრულებას, ვთვლით, რომ 21-ე საუკუნეში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საჭიროა, რომ მოერგო ახალ ციფრულ სამყაროს, რათა უფრო წარმატებით, სწრაფად და მოქნილად შეძლო შემდგომი განვითარება. Extra.ge-მ ხელი შეუწყო, რომ უფრო მეტ მომხმარებელს მივაწვდინოთ ხმა ჩვენს შესახებ, გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა და მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, კომფორტულად  და მარტივად მიწვდნენ ჩვენს პროდუქტს“, - განაცხადა კომპანია „იზოსიას“ წარმომადგენელმა მარიამ წერეთელმა.


 

„საინტერესო შესაძლებლობა მოგვცა „Adapter”-მა, 6 თვის განმავლობაში ის სრულიად უფასოა.  ვისარგებლე კიდეც ამ შემოთავაზებით და extra.ge- ზე განვათავსე ჩემი ხელნაკეთი ნივთები. ვფიქრობ ეს ინიციატივა ყველა მეწარმე ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველა ცდილობს ონლაინ შეიძინოს ნივთები. საქართველოს ბანკი ყოველთვის გვერდში უდგას მეწარმეებს, განსაკუთრებით ქალებს“, - აღნიშნა Tamari Handmade in Georgia-ს წარმომადგენელმა თამარ გოგიტიძემ.

 

„მოხარული ვართ, რომ Visa-სთან პარტნიორობით გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ქალ მეწარმეებს და ხელი შევუწყოთ მათი საქმიანობის განვითარებას. დღეს ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული გაყიდვების არხის ქონა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში ისინი შეძლებენ მარტივად გააციფრულონ საკუთარი მაღაზიები და ამგვარად განაგრძონ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა. ამასთან, სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურად ჩავერთვებით მათი პროდუქციის პოპულარიზაციაში, რათა გავზარდოთ მათზე ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

”Visa–ს მისიის მნიშვნელოვან ასპექტს ინდივიდუალური ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმე ქალების მხარდაჭერაზე. ჩვენი მიზანია, ვუზრუნველვყოთ ქალი ანტრეპრენერების მცირე ბიზნესები სხვადასხვა რესურსით, საჭირო ინფორმაციითა და ახალი შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის გარდაქმნასა და განვითარებაში დაეხმარება. ჩვენ ამას სხვადასხვა მეთოდით ვაკეთებთ - Visa-ს She's Next ინიციატივის საშუალებითა თუ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს ქალებს შესძინოს საჭირო ცოდნა და უნარები თავიანთი ბიზნესის დიჯიტალიზაციისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესს უკეთესად ადაპტირდნენ ახალ რეალობაში”,- განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa– ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/adapter


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up