მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს ბანკი სექტემბრიდან ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტების გაცემას იწყებს. ტექნიკის ღირებულების ნაწილს კი სახელმწიფო დაფარავს.
50 მლნ-იანი ფერმერების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ტრაქტორის, კომბაინის ან რაიმე სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 1 ბენეფიციარზე 70 000 ლარამდე გრანტის გაცემას ითვალისწინებს.
სესხის მაქსიმალური ვადა 48 თვეს შეადგენს. 50 000 ლარამდე თანხა უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, 50 000 ლარიდან ზევით კი უძრავი ქონების უზრუნველყოფითა და შესაძენი ტექნიკის გირავნობის ხელშეკრულებით, თუმცა უზრუნველყოფის შემთხვევაში სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი მცირდება.
გრანტის სახით შეძლებთ შეიძინოთ ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 35%-იანი თანადაფინანსებით და ისარგებლებთ 8%-იანი სუბსიდიით. დარჩენილი პროცენტის ოდენობა კი ინდივიდუალურად სესხის ვადისა და უზრუნველყოფის არსებობის მიხედვით განისაზღვრება.
გრანტის მიმღებ პირებს სახელმწიფო ადგენს, დოკუმენტაციის ელექტრონული სახით სრულყოფილად წარდგენა სავალდებულო პირობას წარმოადგენს, უპირატესობა იმ აპლიკანტებს მიენიჭებათ, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან. ხოლო ბანკის მხრიდან სესხის გაცემის პროცესში მსესხებლის შემოსავალი და საკრედიტო ისტორია იქნება გათვალისწინებული.
გრანტის მისაღებად და მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
საქართველოს ბანკის შეღავათიანი აგროკრედიტის მოთხოვნა კი შესაძლებელია აღნიშულ ბმულზე: https://bit.ly/2XdipAO
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლისათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ტექნიკის მაღაზიებში მისულ მომხმარებლებს საქართველოს ბანკის წარმომადგენლები დახვდებათ, რომლებიც ადგილზევე გაუწევენ მათ შესაბამის კონსულტაციას და დაეხმარებიან განაცხადების ბლანკის შევსებაშიც.
აღნიშნული კომპანიებია:
- ფარმ არეა - კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის პირველი ჩიხი
- აგრო ტექნო - კახეთის გზატკეცილი, მე-15 კმ
- ჯითი მოტორსი - აღმაშენებლის ხეივანი, 216
- აგროზონა - კახეთის გზატკეცილი, 0198
- ნობლექსი -კახეთის გზატკეცილი, 155
- ჯიემსი მოტორსი - კახეთის გზატკეცილი, მე-12 კმ
(R)