საქართველოს ბანკი სოციალური მისიის მქონე ბიზნესებს უჭერს მხარს

საქართველოს ბანკი სოციალური მისიის მქონე ბიზნესებს უჭერს მხარს

access_time2021-05-24 15:27:37

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიმართულებით 2017 წლის შემდეგ ბანკი არ გაჩერებულა და საგრანტო კონკურსის ფარგლებში ყოველწლიურად ავლენს სოციალური მისიის მქონე საუკეთესო პროექტებს, რომლებსაც შემდეგი განვითარების მიზნით 50 000 ლარიანი გრანტით აფინანსებს. ბანკმა წელსაც, სულ რამდენიმე დღის წინ, სამი საუკეთეო სოციალური პროექტი დაასახელა. ესენია: პირველი ქართული ეკო მეგობრული, მწვანე, USB კაბელის საწარმო „ტენე“; ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო და ქართული მუსიკალური სექტორის მულტიმედიური პლატფორმა „Basement“.



სანამ ახალი საწარმოები სრული დატვირთვით ამუშავდება და დაიწყებს გრანტის ათვისებას, დავინტერესდით როგორ განვითარდნენ ბანკის მიერ წინა წლებში მხარდაჭერილი ბიზნესები. მაგალითად, როგორ ინარჩუნებს მდგრადობას არტვილა „გარიყულას“ ტერიტორიაზე არსებული ფრანგული მეთოდით ცქრიალა ღვინის „შაპიდონის“ საწარმო.


საქართველოს ბანკის საგრანტო კონკურსის ფარგლებში „შაპიდონმა“ 50 000 ლარის დაფინანსება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიიღო, რაც კომპანიის დამფუძნებლის ჯაბა მუჯირის თქმით, ძირითადად დანადგარების შეძენასა და მარნის მოწესრიგებას მოხმარდა.



„სოციალური საწარმოს პროექტის ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსი დანადგარებზე და მარნის მოწყობაზე გამოვიყენეთ, გარდა ამისა, ჩამოვასხით 1800 ბოთლი და გასულ წელს დავიწყეთ გაყიდვები. საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა, წელს კიდევ ვაპირებთ 3000 ბოთლის ჩამოსხმას. გარდა ამისა, დავამზადეთ საშამპანურე მასალა, რაც 9 თვის მერე მზად იქნება. მოგეხსენებათ, ცქრიალა ღვინის დამზადებას თავისი ვადები აქვს. მარანი ფაქტობრივად დამთავრებულია და საწარმოს გაფართოებასაც ვგეგმავ. ცქრიალა ღვინით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პოპულარული გახდა საუკეთესო რესტორნები და ღვინის მაღაზიები მარაგდება.


CHAPIDON იყო სტარტაპი და რომ არა „საქართველოს ბანკის“ პროექტი ამ იდეას ვერ განვახორციელებდით, იდეა გვქონდა თუმცა შესაბამისი ფინანსური რესურსი, არა. ამ პროექტმა მომცა ბიძგი, რომ ბიზნესის განსავითარებლად თანხა მომეძიებინა. საკუთარი დანაზოგით მოვაწყვე საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა, 80 კვადრატული მარანი ავაშენე, ამასთან, 50 კვადრატულ მეტრის სადეგუსტაციო სივრცეს ვაკეთებ, ეზოს ვაწყობ. უკვე შევიძინე მიწა და გეგმაშია ღვინის მცირე საოჯახო მეურნეობის მოწყობა, რომელიც არტ ვილა გარიყულაზე იქნება მიბმული“, - აღნიშნა ჯაბა მუჯირმა.




საქართველოს ბანკი კი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სოციალური მისიის მქონე პროექტების მხარდაჭერს მომავალშიც აქტიურად გეგმავს.


„სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საწარმოების განვითარებაში, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური, ეკომეგობრული და გენდერულად თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავენ. გვსურს, მეტ მსგავს ინიციატივას დავუჭიროთ მხარი, რათა ხელი შევუწყოთ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, წავახალისოთ მსგავსი ინიციატივები. ამიტომაც არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ უფრო მეტი ადამიანის, სფეროს, თუ ბიზნესის მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.


(R)


თეგები:
შაპიდონი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up