საბანკო სექტორის მომგებიანობა კაპიტალზე (ROE) 25.6%-ია. კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტით საქართველოს ბანკი (32.81%) თიბისი ბანკს (28.75%) სჯობნის და პირველ ადგილს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის ინვესტორი 100 ლარის კაპიტალზე 32.81 ლარის მოგებას იღებს, თიბისის - 28.75 ლარს.
მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგში მე-3 პოზიციაზე ლიბერთია. მას მოყვება გერმანული საბანკო ჯგუფის წევრი „პროკრედიტ ბანკი“, შემდეგ „ტერა ბანკი“ და ჩინური ჰუალინგ ჯგუფის წარმომადგენელი „ბაზისბანკი“.
2022 წლის მონაცემებით, ბანკების შვიდეული ROE-ს მიხედვით ასეთია:
საქართველოს ბანკი - 32.81%
თიბისი ბანკი - 28.75%
ლიბერთი ბანკი - 18.30%
პროკრედიტ ბანკი - 17%
ტერა ბანკი - 16.23%
ბაზისბანკი - 16.2%
კრედო - 15.77%