„საქართველოს ბანკი“, „თიბისი“, „ლიბერთი“ - რამდენს ინახავენ უცხოეთის მოქალაქეები მსხვილ ქართულ ბანკებში

„საქართველოს ბანკი“, „თიბისი“, „ლიბერთი“ - რამდენს ინახავენ უცხოეთის მოქალაქეები მსხვილ ქართულ ბანკებში

access_time2022-09-08 14:00:48

ქართულ ბანკებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დეპოზიტებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ივლისის მდგომარეობით, უცხოელი ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული თანხა 5 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც იანვარში არსებულ 3.90 მილიარდ ლარს მნიშვნელოვნად აჭარბებს.


2022 წლის 6 თვის მონაცემებით, არასაბანკო დეპოზიტების მოცულობით ლიდერი თიბისი ბანკია, მეორე ადგილს ვადიანი და მოთხოვნამდე დეპოზიტების მაღალი მაჩვენებლით საქართველოს ბანკი იკავებს. ჯამში მხოლოდ ამ ორ ბანკს არასაბანკო დეპოზიტების საერთო მოცულობის თითქმის 42% უჭირავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ყველაზე მეტ დეპოზიტს მსხვილ ბანკებში ინახავენ. „საქართველოს ბანკში“ განთავსებულია 2.14 მილიარდი ლარი, „თიბისიში“ თითქმის 2 მლრდ ლარი, „ლიბერთი ბანკში“ კი 123 მილიონი ლარია.


არასაბანკო დეპოზიტების მოცულობით Top3 ბანკის მაჩვენებლები ასეთია:

თიბისი ბანკი - 5,213,542,696 ლარის ვადიანი დეპოზიტები, 5,569,002,586 ლარის მოთხოვნამდე დეპოზიტები. 


საქართველოს ბანკი - 3,643,100,416 ლარის ვადიანი დეპოზიტები, 2,685,086,645 ლარის მოთხოვნამდე დეპოზიტები;

ლიბერთი ბანკი - 1,179,448,704 ლარის ვადიანი დეპოზიტები, 363,896,834 ლარის მოთხოვნამდე დეპოზიტები.


ეროვნული ბანკის ანგარიშში არ არის დეტალურად აღნიშნული, რომელი ქვეყნების მოქალაქეებს ეკუთვნით აღნიშნული დეპოზიტები, თუმცა სებ-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი დეპოზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ჰქონდათ და მათი წილი საერთო მაჩვენებლის 14%-ს შეადგენდა.


საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი აგვისტოსათვის 38.75 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 486.28 მლნ ლარით, ანუ 1.27%-ით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.00%-ით მეტი). ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 171.25 მლნ ლარით, ანუ 1.09%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.93%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 657.53 მლნ ლარით, ანუ 2.92%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 7.14%-ით).

თეგები:
დეპოზიტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up