საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით ბაკურიანში საოჯახო სასტუმროს მფლობელმა შეძლო საქმიანობა გაეფართოვებინა და სასურსათო მაღაზიასთან ერთად სილამაზის სალონიც გახსნა.
„ბაკურიანში საოჯახო სასტუმრო და კოტეჯი მაქვს, რომელიც 15 ადამიანზე არის გათვლილი. გადავწყვიტე გამეფართოვებინა ჩემი მცირე ბიზნესი და საქართველოს ბანკიდან მივიღე ფინანსური რესურსი, რომლის საშუალებითაც სასტუმროსთან არსებული პატარა მაღაზიის ნაცვლად გავხსენი დიდი სასურსათო მარკეტი. მიღებული თანხის ნაწილი კი გამოვიყენე სილამაზის სალონის გასახსნელად. მომავალშიც ვგეგმავთ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან უფრო დიდი გეგმები გვაქვს, გვინდა არსებულ მარკეტში დავამატოთ სწრაფი კვება და ასევე გავხსნათ აფთიაქი. ბანკის მომსახურებით ძალიან კმაყოფილი ვარ, მათ ირწმუნეს ჩემი გეგმების და მაქსიმალურად დამიდგნენ გვერდში“, - განაცხადა ნინო აბრამაშვილმა.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ბიზნესს გაფართოებასა თუ გაძლიერებაში. სწორედ ამ მიზნით, ბიზნესს მისთვის საჭირო და საინტერესო არაერთ სერვისსა თუ პროდუქტებს ვთავაზობთ. გვჯერა, რომ ბიზნესის წახალისება, მითუმეტეს რეგიონებში, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, თავად რეგიონის განვითარებას. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების ყოველდღიურ რეჟიმში დაკვირვებასა და შესწავლას და ამის საფუძველზე მათთვის სწორედ იმ პროდუქტებისა და სერვისების და იმ არხში შეთავაზებას, რომელიც მათ ჭირდებათ, რათა კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გაფართოვდნენ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
(R)