საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით,საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბანკი ეკომეგობრულ პროდუქტს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ ნერგავს.
ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის.ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ბანკმა ახალი პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზება პარტნიორების დახმარებით შეძლო.
„2021 წლიდან კომერციული დენის ტარიფი საკმაოდ გაგვიძვირდა, აქედან გამომდინარე ბიზენს სექტორი საკმაოდ გამოცოცხლდა ამ მიმართულებით და ბაზარმა მოიტანა ის საკითხი, რომ მოხდეს მზის ელექტროსადგურების იაფიდაკრედიტება ანუ ეს მიმართულება ცალკე პროდუქტად ჩამოყალიბდა. მოთხოვნა დაახლოებით გაათმაგდა, ჯერჯერობით ეს სექტორი არ არის ისეთი პოპულარული, რადგან ცნობადობა აკლია, თუმცა საქართველოს ბანკისა და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად არაერთი პროექტი დამტკიცდა. ასევე მიმდინარეობს ახალი სადგურების პროექტებზე აქტიური მუშაობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკს საკმაოდ მოქნილი პირობები აქვს ბიზნესისთვის შეთავაზებული, რაც ვფიქრობთ დაინტერესებას კიდევ უფრო გაზრდის“, - განაცხადა Green Energy-ს დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ.
„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სიახლეების დანერგვას. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ სრულიადეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი. აღნიშნული პროდუქტი იდეალური წყაროა ალტერნატიული ელექტროენერგიის მისაღებად, რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს. ამასთან, მისი დახმარებით მომხმარებელი შეძლებს საგრძნობლად დაზოგოს ელექტროენერგიის ხარჯები და შესაბამისად, საკუთარი ბიზნესსაქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს. „დაზოგე და იზრუნე გარემოზე“- ესაა ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროექტის განხორციელებისას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ბიზნესს გავუწიოთ მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/solar-power
(R)