საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 20 ნოემბერს ფერმერთა დღე აღინიშნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 20 ნოემბერს ფერმერთა დღე აღინიშნა

access_time2022-11-21 17:40:16

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის  ერთობლივი ინიციატივით,  ფერმერთა დღე აღინიშნა.


საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება. წელს,  ფერმერის დღე საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.


ფერმერთა დღე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა, რომლის მიზანი, ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია და მეწარმეების მხარდაჭერაა.


ღონისძიების შემდეგი ნაწილი კი სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში თერთმეტი წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

  • წლის ახალგაზრდა ფერმერი - მაუგლი ძამუკაშვილი კახეთიდან - მესაქონლეობა;
  • წლის ქალი ფერმერი - მარიამ მარგველიძე რაჭიდან - მეღვინე;
  • წლის ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერი - გვანცა კიკალეიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - სოციალური საწარმო, ჩირის წარმოება;
  • წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი - თამარ გერლიანი კახეთიდან - მეღვინე;
  • წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი - მკრტიჩ მოვსესიანი სამცხე-ჯავახეთიდან - კარტოფილი, მარცვლეული კულტურები;
  • წლის აღმოჩენა ფერმერი - გაბრიელ ძებისაშვილი მცხეთა-მთიანეთიდან - მეხორცული საქონელი და მეღორეობა, მარცვლეული კულტურა;
  • წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი - ილია მენაბდე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან - მევენახეობა, მეღვინეობა;
  • წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი - მაია გიორგაშვილი შიდა ქართლიდან - აგროტურიზმი;
  • წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი - ბესიკ მაისურაძე რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან - ყველის წარმოება;
  • წლის ფერმერი კაცი - ედვართ შერმანდინი შიდა ქართლიდან - თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოება;
  • "გმირობის ნაყოფი" - ლერი სანებლიძე შიდა ქართლიდან - ვაშლის ბაღები და მებოსტნეობა.

ფერმერის დღის ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო „დივერსიფიცირებილი აგრობიზნესი“ კომპანია „უდაბნოს ფერმას“ და „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას“ გადაეცა.




„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ჩვენი ერთერთი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, მათ შორის  მცირე და საშუალო ბიზნესის და განსაკუთრებით აგრომიმართულებით. ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომლითაც გაიხსნა ღონისძიება არის კარგი შესაძლებლობა,  ხელი შევუწყოთ  ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას და მეწარმეების განვითარებას. ასევე, მინდა მივულოცო ყველა იმ ფერმერს, რომლებსაც ღირსეულად და დამსახურებულად გადაეცათ 11 სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქრათველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.



ინფორმაციისთვის ფერმერთა დღის ოფიციალურ ნაწილს 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო  მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, ასევე, სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up