საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Adapter“-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Adapter“-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა

access_time2021-12-21 11:50:00

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter”-ის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალებმა მათ სასარგებლო რჩევები გაუზიარეს. შეხვედრა წინა საახალწლოდ შოპინგის გაზრდილი აქტივობის ფონზე, ციფრულ არხებში გაყვიდების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა.



შეხვედრას Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში - დიანა კიღურაძე, Adapter.ge-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ფოფხაძე, Extra.ge-ს გენერალური დირექტორი, ანზორ მანწკავა და Digital Area-ს ციფრული მარკეტერი - ბექა ყაფლანიშვილი უძღვებოდნენ.



უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით ქალი მეწარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს მხარდაჭერას, როგორიცაა: გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.




„პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, უკვე რამდენიმე თვეა ქალ მეწარმეებს Visa-სთან პარტნიორობით ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას ვთავაზობთ. პროექტის ფარგლებში 30-მდე ქალმა მეწარმემ წარმატებით განათავსა საკუთარი პროდუქცია Extra.ge-ზე და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა მათზე ხელმისაწვდომობა. გადავწყვიტეთ, წინა საახალწლოდ ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობის საპასუხოდ, პროექტის ბენეფიციარებისთვის დამატებითი შეხვედრა გაგვემართა, სადაც მონაწილეებმა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მიიღეს. ჩვენი მიზანია, კიდევ მეტ ქალ მეწარმეს მივცეთ წვდომა საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსზე. გვჯერა, რომ “Adapter”-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად, ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში“, – აცხადებს რუსუდან ბარათშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up