საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, აგრო კრედიტის ფარგლებში, ასპინძაში საქონლის ფერმა და სადგომი აშენდა.
საქართველოს ბანკის მიერ გაცემულმა ინვესტიციამ ფერმის მშენებლობისთვის 40 000 ლარი შეადგინა.
„დაახლოებით 12 წელიწადია რაც მესაქონლეობას ვეწევი. იაფი აგროსესხით პირუტყვისთვის სადგომი ავაშენე რომელიც 70 000 ლარამდე დამიჯდა, თანხის დიდი ნაწილი საქართველოს ბანკის ინვესტიციაა. 18 სული ევროპული გამორჩეული სახის ძროხა მყავს, რომელიც დღეში 110-120 ლიტრამდე რძეს იწველება. ამ ეტაპზე რძეს სრულად ვაბარებ, თუმცა მინდა ყველის საწარმოს გახსნა, ამისთვის 40 000 ლარიანი გრანტი უკვე მოვიპოვე. ეს იქნება ტენილი ყველი, რომელიც ძალიან ცხიმიანი მესხური ყველის სახეობაა და მის ევროპულ ბზარზე გატანასაც ვგეგმავ. ვფიქრობ, საქართველოს ბანკი სამომავლო გეგმების განხორციელებაშიც აქტიურ პარტნიორობას გამიწევს.
ფერმის გარდა, სოფელ რუსთავში მაქვს სხვადასხვა ბოსტნეულის ნარგავები, მათ შორის კიტრის, ბულგარულის და პომიდვრის. წლის განმავლობაში მართალია დიდი რაოდენობით არა, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 5-6 ტონა ბოსტნეულის რეალიზებას ვახდენ“, - ამბობს მცირე მეწარმე ვაჟა ძირკვაძე.
(R)