საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერების ფარგლებში პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით „ახალმა სახლმა“ ავეჯის საწარმო გახსნა.
„ახალი სახლის“ საწარმოს აშენების და დანადგარების შეძენის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 466 537 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ კი 599 704 ლარი შეადგინა.
„საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსის დახმარებით დავიწყეთ საქმიანობა და დღემდე ის ჩვენთვის შეუცვლელი ბიზნესპარტნიორია. საწარმო მცხეთაში, სოფელ წილკანში 316 კვ.მ ფართშია განთავსებული. კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას სავაჭრო ცენტრ „საბაში“ არსებულ სამ მაღაზიაში ახდენს.ავეჯის წარმოება 2019 წლიდან დავიწყეთ, თუმცა ერთი წლის წინ ავაშენეთ საკუთარი საწარმო და ახლა იქ ვახდენთ პროდუქციის წარმოებას,რომლის რეალიზაციასაცროგორც ინდივიადულურ კლიენტებზე, ასევე კომპანიებზე ვახდენთ. ჩვენი კუთვნილი საწარმოს გახსნამდე ნაქირავებ ფართში ვიყავით და შესაბამისად, კომპანიის დანახარჯებიც მეტი იყო. საქართველოს ბანკის გარდა, „აწარმოე საქართველოს” პროგრამაში ვიყავით ჩართული, სადაც ასევე ავიღეთ დაფინანსება და დღეს უკვე ყველანაირი საჭირო დანადგარით და ინვენტარით აღჭურვილი საკუთარი საწარმო გვაქვს. სამომავლოდ ვგეგმავთ რბილი ავეჯის წარმოების დამატებას, რადგან ამ მიმართულებით დაინტერესება მზარდია“, - ამბობს დავით სხირტლაძე, კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი.
(R)