საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტრნიორობით ოზურგეთში მაღალი დონის ავტო სახელოსნო „რევა მოტორსი“ გაიხსნა. სახელოსნო მომხმარებელს ყველა სახის და მაღალი დონის ავტო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის ავტონაწილების შოურუმს, ავტოსამრეცხაოს, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოების სერვისებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 500 000 ლარია, სადაც ბანკის ინვესტიცია 400 000 ლარს და 122 000 დოლარს შეადგენს, რომელიც სახელოსნოს აშენებას და პროდუქციის მომარაგებას მოხმარდა.
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში სახელოსნო გავხსენით, რომლის მსგავსი დასავლეთ საქართველოში თითქმის არ არსებობს. ავტო სახელოსნო მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს, ჩვენთან ავტომფლობელებს თითქმის ყველა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ. მაღალი ხარისხის ავტონაწილების და დანადგარების გარდა, ჩვენ ვამაყობთ პროფესიონალი თანამშრომლებით, ასევე საამაყოდ უნდა ითქვას, რომ დასაქმებულთა შორის არიან წლების განმავლობაში ემიგრაციაში მყოფი ქართველებიც, რომლებიც დავასაქმეთ და სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ ეტაპზე სახელოსნოში 20-მდე ადამიანია დასაქმებული.
სამომავლოდ ავტოსერვისის გაფართოებას ვგეგმავთ და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი ყველა წამოწყებაში ჩვენი პარტნიორი იქნება. ასევე, იმერეთსა და კახეთში გვსურს ახალი ფილიალების გახსნა“, - ამბობს „რევა მოტორსის“ დირექტორი შაქრო ცეცხლაძე.
ავტო სახელოსნო 4000 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული, საიდანაც 940 კვ.მ. ავტო სერვისს, ხოლო 250 კვ.მ. სამრეცხაოს ეთმობა.
(R)