საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ახალი საწარმო აშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ახალი საწარმო აშენდა

access_time2022-08-17 11:55:48

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ბათუმში სარკის საწარმო აშენდა. ბანკის დახმარებით, კომპანიამ 501 კვ.მ მიწის ფართობი შეიძინა, სადაც 200 კვ.მ საწარმოო შენობა მოეწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 500 000-ია. ბანკის ინვესტიცია კი 400 000 ლარს შეადგენს.



როგორც კომპანია HD Mirror - ის დამფუძნებელი ნაჯი მამულაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს საქართველოს ბანკის დახმარებით წარმოება სრულიად დამოუკიდებელი გახდა.



„საქართველოს ბანკის სესხის დახმარებით წარმოება გავხადეთ სრულიად დამოუკიდებელი, ჩვენი მთავარი ნედლეული არის სარკე და საქართველოს ბანკის ინვესტიციამდე სხვაზე ვიყავით დამოკიდებული, რადგან დამუშავებას ვერ ვახდენდით, დანადგარებისთვის გვჭირდებოდა ფართი და დიდი თანხა, მოხდა ინვესტირება, შევიძინეთ დანადგარები და ჩამოვიტანეთ, ავაშენეთ საწარმო და ახლა სარკეების იმპორტს ჩვენ თვითონ ვახდენთ და არავისზე არ ვართ დამოკიდებული.
მასალა შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან. შემოდის დიდი ფორმატები, შემდეგ ეს იჭრება და სასურველ ზომაზე მუშავდება და ყველა საჭირო ეტაპის გავლის შემდეგ მიდის რეალიზაციაში.


ჩვენ ბათუმში გვაქვს შოუ რუმი , ძირითადად საბითუმო მიმართულება გვაქვს და სასტუმროები „მერიოტი“, „ჰილტონი“ ჩვენი სარკეებით არის აღჭურვილი და ამის გარდა ძალიან ბევრი პროექტები გვაქვს შესრულებული.




ჩვენი საქმიანობა 2017 წლიდან იწყება და ჩვენი ძირითადი მიმართულება სარკეების დამზადებაა. ჩვენს პროდუქტს გამოარჩევს ის, რომ სარკეებს ვამზადებთ გაშრობის ფუნქციით, რომელსაც ვუყენებთ სპეციალურ ელექტრო მოწყობილობას, რაც სარკეს არ აძლევს დაორთქვლის საშუალებას. ასევე, ვაწარმოებთ ნებისმიერი სახის დეკორატიულ სარკეებს, რომლის რეალიზებაც, ამ ეტაპისთვის, როგორც საბითუმოდ, ისე საცალოდ ხდება ავეჯის მწარმოებელ და სამშენებლო კომპანიებზე, აჭარის და გურიის ტერიტორიაზე, ხოლო თბილისსა და სხვა რეგიონებში, მცირე რაოდენობით ვაწოდებთ. ამ დროისთვის საბითუმო და საპროექტო გაყიდვებმა 350 000 ლარი შეადგინა“ - განაცხადა ნაჯი მამულაძემ.



როგორც საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ბოჩიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის დაუჭიროს მხარი ისეთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და არ ჩერდება.



„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი ვითარდება, რომელმაც შეძლო, ახალი საწარმოს აშენება. მცირე მეწარმე სამომავლოდ უკვე ფიქრობს განვითარებაზე და საწარმოს გაფართოებაზე. სურს სარკეების შემდეგ მინის წარმოებაც დაიწყოს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეგიონში ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდმივ განვითარებაზე ფიქრობს “,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up