საქართველოს ბანკი აგრო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, აგრო კრედიტის ფარგლებში, დედოფლისწყაროში მარცვლეულის სამი საწყობი აშენდა.
საქართველოს ბანკის მიერ გაცემულმა ინვესტიციამ 560 000 ლარი შეადგინა.ბიზნესის ძირითადი საშუალებების 75-80% საქართველოს ბანკის დაფინანსებულია. გარდა ამისა,ახალი საწყობების მშენებლობა, ასევე ძველის რემონტი შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში განხორციელდა.
„საქართველოს ბანკის ფინანსური დახმარებით შევიძინეთ საწყობი, სადაც 3500-4000 ტონა მარცვლელულის განთავსება შეგვიძლია, ძირითადად ეს არის ხორბალი და ქერი. ბანკის შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით შევიძინეთ მიწა და სამი საწყობი ავაშენეთ, ასევე გავარემონტეთ უკვე არსებული ფართი და საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები ვიყიდეთ.
ჩვენი საწყობით ძირითადად დედოფლისწყაროს მოსახლეობა და აქაური ფერმერებისარგებლობენ, საკმაოდ დიდია მოთხოვნა. სამომავლოდ კიდევ ვგეგმავთ გაფართოებას და ისევ ჩვენიმუდმივი პარტნიორის საქართველოს ბანკის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - ამბობს ლევან ნადირაშვილი.
(R)