საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Globalize UK Conference ლონდონში გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Globalize UK Conference ლონდონში გაიმართება

access_time2022-11-16 11:35:10

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Globalize საერთაშორისო კონფერენციას ლონდონში 17-18 ნოემბერს გამართავს.


კონფერენციის მისია გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე რეგიონული ინვესტიციების, ექსპორტისა და სტარტაპ იდეების გაფართოებაა. Globalize UK Conference ყოველწლიური ღონისძიებაა სტარტაპებისთვის, ინოვატორებისთვის, ტექნიკური ექსპერტებისთვისა და ექსპორტიორებისთვის, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ტექნოლოგიის განვითარების, ექსპორტის შესაძლებლობებისა და ინოვაციების შესახებ აზიარებენ.


კონფერენციის მიზანია, ტექნოლოგიების მომავლის შესახებ სასაუბროდ ერთ სივრცეში გააერთიანოს ინოვატორები და ინდუსტრიის ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში სამუშაო დღე და ქოუჩინგის სესიაც გაიმართება, რაც სტარტაპებს პრეზენტაციისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება. კონფერენცია სტარტაპებისთვის და ექსპორტიორებისთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ გლობალურ ინვესტორებს გააცნონ საკუთარი საქმიანობა და გააზიარონ გამოცდილება, საკუთარი იდეები და დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები.



კონფერენციაზე 30-მდე მომხსენებელი წარსდგება და გლობალურ ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს განიხილავს.


„Globalize მთელი მსოფლიოდან აერთიანებს მეწარმეებს, სტარტაპერებს, ინვესტორებსა და ექსპერტებს, რათა ახალბედა მეწარმეებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მისცენ სწორი რჩევები და რეკომენდაციები. ორი დღით გაერთიანებული სამეფოს გლობალური კონფერენცია დატვირთული იქნება ძირითადი მომხსენებლებით, პანელური დისკუსიებით, სემინარებითა და სპეციალური სესიებით. ეს არის საუკეთესო ადგილი, დამსწრეებმა გაიგონ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღონ წვდომა გლობალურ შესაძლებლობებზე, განავითარონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა“, - განაცხადა Globalize-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუკავამ.


„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სილიკონ ველისა და პარიზის შემდეგ მხარი დავუჭიროთ რიგით მესამე კონფერენციას, რომელიც ლონდონში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ქართველი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. ღონისძიება ერთმანეთს დააკავშირებს ინვესტორებს, სტარტაპებს, გამოცდილ სპიკერებს, რათა განიხილონ ინვესტიციების მიმდინარე ტენდენციები, დღეს არსებული გამოწვევები და სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემები. ჩვენ კი, პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.


ინფორმაციისთვის, GLOBALIZE ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე თუ პარტნიორებთან დაკავშირებაში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, Globalize-ს უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი გუნდი 12 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up