საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გორში 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გორში 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა

access_time2023-02-21 12:10:56

საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობა და აგრომიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. ამ მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აგრობაღებმა“ გორში, სოფელ ზერტში, 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია  კი 5 300 000 ლარს შეადგენს. ბანკის ფინანსური რესურსი, როგორც ნერგების გაშენებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სეტყვადამცავი და წვეთოვანი სისტემის შეძენასა და მოწყობას მოხმარდა.

 


კომპანიამ ბაღების გაშენება 2021 წლიდან დაიწყო. პირველი მოსავლის აღებას კი 2023 წელს ელოდებიან.

 


„საქართველოს ბანკთან თითქმის 2 წელია ვთანამშრომლობთ. პარტნიორობის ფარგლებში სოფელ ზერტში ისეთი ჯიშის ვაშლის ბაღები გავაშენეთ, როგორიცაა: გოლდენ დელიშეზი, გალა, რედ დელიშეზი, გრანი სმიტი, პინოვა, რედ ჯონაპრინცი. ეს ჯიშები გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და მათზე მოთხოვნა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენც რეალიზაციას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში ვგეგმავთ“, - განაცხადა კომპანია „აგრობაღების“ დირექტორმა, დავით ჯაფარიძემ.

 



„კომპანიისთვის ეს არის პირველი ასეთი  დიდი პროექტი, რაც ვაშლის ბაღების გაშენებასა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას გულისხმობს. კომპანია ასევე ფიქრობს ეტაპობრივად გააფართოვოს ბიზნესი და სამაცივრე მეურნეობა შექმნას. „აგრობაღებმა“ პროექტის განხორციელება საქართველოს ბანკის აგროდაფინანსების ფარგლებში შეძლო. ეს სქემა გამორჩეულია იმით, რომ პროექტში ჩართულ მეწარმეს  სხვა აგროპროექტების საშეღავათო და საგრანტო პირობებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს. ეს კი კომპანიისთვის დამატებით მოტივაციაა, რათა კიდევ უფრო განავითაროს და გააძლიეროს, როგორც საკუთარი ბიზნესი, ასევე ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

 


ინფორმაციისთვის, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საქართველოს ბანკის აგროდაფინანსებით, რაც მოიცავს მრავალწლიანი კულტურების: ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრის, ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიღებას.

 


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:

https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/culture



(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up