საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, მცირე მეწარმემ გორის რაიონ სოფელ შერთულში მეფრინველეობის ფერმა ააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 400 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 65 000 ლარს შეადგენს.
„საქართველოს ბანკის ფინანსური მხარადჭერით შევძელით მეფრინველეობის ფერმის აშენება, რომლის ფართობიც 7 500 კვ.მ.-ია. ჩვენს ფერმაში ბროილერის ქათმებს ვზრდით და ამჟამად 5 000-დან 10 000-მდე ფრთა გვყავს. ჩვენი პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე, თბილისის მაღაზიებში. თვეში 2 500 - 3 000 ფრთამდე იყიდება. სამომავლოდ, ვგეგმავთ მეურნეობის გაფართოებას და კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა მცირე მეწარმემ, ბადრი დადიანიძემ.
„საქართველოს ბანკი, რეგიონებში ბიზნესის გაძლიერების მიზნით, მსგავსი პროექტების განხორციელებას ყოველთვის მხარს უჭერს. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ მცირე მეწარმეს, რომელმაც გორის რაიონში მეფრინველეობის ფერმა ააშენა. სასიამოვნოა, რომ მცირე მეწარმე არ ჩერდება და სამომავლოდ მეურნეობის გაფართოებასა და კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს, რაც დასაქმების ხელშეწყობის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
(R)