საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში, სამაცივრე მეურნეობა გაფართოვდა. მეურნეობა ატმის, გარგრის, ხურმისა და კარალიოკის შენახვას ხმარდება და 20 ადამიანს ასაქმებს. პროექტის ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 130,000 ლარი შეადგინა, მისი ჯამური ღირებულება კი 200,000 ლარია.
„საქართველოს ბანკისგან ფინანსური რესურსი სექტემბერში მოვიძიე, სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის ეტაპზე ვართ, რაც 50 ტონა მოცულობის სამაცივრე მეურნეობს მოწყობას გულისხმობს. ფაქტობრივად უკვე ბოლო ეტაპია, კეთდება აგრეგატი, რაც სამაცივრე მეურნეობას სჭირდება და თვითონ შენობის მოწესრიგებაც სრულდება, ვფიქრობთ საბოლოოდ 1-2 თვეში დავასრულებთ.
საქართველოს ბანკთან რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან კმაყოფილები ვართ. რამდენჯერმე გამოვიყენეთ მათი ფინანსური მხარდაჭერა და მისი დახმარებით ამ ეტაპზე 2 მაცივარი გვაქვს, ჯამში 60 ტონის მოცულობის, რაც უკვე ექსპლუატაციაშია შესული და მუშაობს. სამომავლოდ გაფართოებას კიდევ ვგეგმავთ, გვსურს თანამედროვე ტექნოლოგია დავნერგოთ და ჩვენს პარტნიორად ისევ საქართველოს ბანკს მოვიაზრებთ, როგორც ერთგულ პარტნიორდ,“- ამბობს შალვა ქართელიშვილი.
„საქართველოს ბანკისა და ჩვენი პარტნიორი ბიზნესის თანამშრომლობა კვლავ გრძელდება. კომპანიამ 4480 კვ.მ. ფართობზე 110 ტონა მოცულობის სამაცივრე მეურნეობა გააშენა, სადაც სხვადასხვა სახეობის ხილის შენახვას უზრუნველყოფს. ბიზნესების სხვადასხვა განვითარების ეტაპზე მხარდაჭერა და მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონის გაძლიერებას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
(R)