საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების მიზნით ინვესტიცია განხორციელდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების მიზნით ინვესტიცია განხორციელდა

access_time2022-09-13 10:55:57

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გურიაში, დაბა ლაითურში კომპანია „ლურჯი მოცვის“ მიერ15.4ჰა-ზე პლანტაციაგაშენდება. მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით კომპანიის მიერ 205 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 1.5 მლნ ლარს შეადგენს. გამოყოფილი ინვესტიცია ლურჯი მოცვის თანამედროვე ინტენსიური საადრეო ჯიშების შესყიდვას, პლანტაციის გაშენებას, სამაცივრე მეურნეობის და საჭირო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.


„კომპანიის მიერ პლანტაციის გაშენების მიზნით ფართობის დამუშავება თებერვალში დავიწყეთ. ჩატარდა სერიოზული სამუშაოები ნაკვეთის გაწმენდასთან დაკავშირებით. ნაკვეთზე მიმდინარეობს 300 ტონაზე გათვლილი წყალსაცავის მოწყობა. საბოლოო ჯამში, სექტემბრის ბოლოს, ნერგების დასარგავად მთლიანი ფართობი15.4 ჰა იქნება მზად.პლანტაციების გაშენების შემდეგ კომპანიაში დაახლოებით 200 ტონა მოცვის მოსავალს ველოდებით. აქტიურად ვმუშაობთ ისეთი სტანდარტების დანერგვაზე როგორებიცაა: HACCP (ჰასპი), GLOBAL GAP (გლობალ გაპი), GRASP (სოციალურ პრაქტიკაში გლობალური რისკების შეფასება), ISO 9001. მოცვის რეალიზაციის ძირითადი ბაზარი იქნება ევროკავშირი, ასევე,ექსპორტზე გავამეზობელ და სპარსეთის ყურის ქვეყნებში“, - აღნიშნავს ნანა ბიწაძე, კომპანია „ლურჯი მოცვის“ დირექტორი. „ვცდილობთ შევქმნათ ლურჯი მოცვის შესანახი სპეციალიზებული სტაციონარული საცავები, რომელიც აღჭურვილი იქნება სავენტილაციო დანადგარებით,სადაც არსებულინორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნება საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და ფარდობითი ტენიანობა. მოცვის შოკური გაყინვა და შემდგომ მისი შენახვის ტექნოლოგია განსაკუთრებით რთულია. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოში საუკეთესო სამაცივრე მეურნეობების კონტრაქტორ კომპანიებთან 200 ტონიანი მოცულობის მაცივრის დასაპროექტებლად, რომელიც მოიცავს პროდუქციის ჩქარი გაგრილების განყოფილებას. აქ მოცვის ნაყოფი 25-30 გრადუსიდან 1-2 გრადუსამდე გაგრილდება ერთი საათის განმავლობაში, რაც გაზრდის მის მდგრადობას და შესაბამისად, შენახვის ვადასაც.პროექტის განხორციელოებისას მუდმივად დასაქმებული იქნება 10-15 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო სეზონურად 150-200 თანამშრომელი“,-დასძენს ნანა ბიწაძე.



„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ კიდევ ერთ,ეკონომიკურად გამართულ პროექტს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლურჯი მოცვი“ ახორციელებს და რაც გურიაში 15.4 ჰა მოცვის პლანტაციის გაშენებას გულისხმობს. ბოლო დროის მონაცემების ანალიზით ამ ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს და ის კიდევ მეტად უნდა განვითარდეს. უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეეწყოს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. სასიამოვნოა, რომ კომპანია არ ჩერდება და სამომავლოდ უკვე დაგეგმილია საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების შეძენა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში“, - განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up