საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

access_time2021-06-21 10:30:10

განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით კიდევ 3 საჯარო სკოლაში: ზემო ნიქოზის, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის #4 საჯარო სკოლებში სულ ახლახან ახალი სასწავლო სივრცეები - იდეათეკები შესთავაზა.



პროექტის მთავარ მიზანი რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზისა და საზღვრისპირა სოფლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა, ასევე პროექტის მიზანია, რომ სწავლის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქციული გახდეს. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოს ბანკმა არაფორმალური განათლებისთვის შექმნილი სივრცეები დისტანციურ რეჟიმში ფუნქციურად კიდევ უფრო მეტად დატვირთა. იდეათეკა ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები, ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერებთან და სხვა.



როგორც განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი აღნიშნავს, კერძო სექტორის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მისი მნიშვნელობა იზრდება, როდესაც საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მონაწილეობენ.



„ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე, მაღალმთიან რეგიონში არსებულ სკოლებში მოხდა ინფრასტრუქტურის სრული გაუმჯობესება, ვგულისხმობ იდეათეკებს, სადაც აღჭურვილობები და წიგნები შევიდა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს საგანმანათლებლო რესურსებთან ხელმისაწვდომობა გაეზარდათ, საგანმანათლებლო რესურსებში იგულისხმება წიგნები, უწყვეტი ინტერნეტი, გარდა ამისა ბავშვებისთვის გაჩნდა თავისუფალი სივრცე, სადაც შეიძლება ისინი შეიკრიბონ, სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელონ და საგანმანათლებლო პროექტები განახორიციელონ.

ზოგადად განათლების შედეგებზე გავლენას ბევრი რამ ახდენს და მათ შორისაა საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა. ძალიან კარგი ამბავია, რომ სკოლებში სადაც საქართველოს ბანკმა იმუშავა, ერთი ძალიან მნიშვნელვანი პრობლემა, როგორიც არის იდეათეკა, რომელიც თავისთავად ძალიან მდიდარ ბიბლიოთეკას წარმოადგენს, გადაჭრილია და ვფიქრობ, რომ ეს იდეათეკები კარგად იმუშავებს.


საქართველოს ბანკის მხარდაჭერამ შექმნა ის რესურსი, რომელიც სკოლებს იმ საგანმანათლებლო დანაკარგების შემცირებაში დაეხმარებათ, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში და სხვა ქვეყნებში პანდემიამ მოგვიტანა“, - აღნიშნა თამარ მოსიაშვილმა.



საქართველოს ბანკმა პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებში ჯამში უკვე 7 სკოლაში მოეწყო მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების საყვარელ ადგილად იქცა. ეს სკოლებია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში უკვე მოეწყო. სულ მალე ამ ჩამონთვალს კიდევ 2: ახალქალაქის მე-3 და დუისის საჯარო სკოლა შეემატება.



„ჩვენ ვაგრძელებთ იდეათეკების პროექტს და მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ 3 რეგიონში გაგვეხსნა მულტიფუნქციური სივრცე. შემოდგომაზე დამატებით 2 საჯარო სკოლაში ვგეგმავთ იდეათეკის გახსნას. ჩვენი მიზანია, ამ პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ საზღვრისპირა სოფელში მოეწყოს მსგავსი სივრცე და წელს მოეწყო კიდეც ზემო ნიქოზში. იდეათეკის პროექტის მეშვეობით ჩვენ გვსურს უფრო მეტ მოსწავლეს მივცეთ არაფორმალურ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა. 2500-მდე მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს აღნიშნულ სივრცეებში განთავსებულ რესურსს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები. იდეათეკები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეთა მეტ ინტერაქციულობასაც. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up