საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ფიტ ლაინ სპორტი“ სატრენაჟორო დარბაზის გარდა  მომხმარებელს ჯანსაღ კვებასაც სთავაზობს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ფიტ ლაინ სპორტი“ სატრენაჟორო დარბაზის გარდა მომხმარებელს ჯანსაღ კვებასაც სთავაზობს

access_time2022-09-08 11:49:37

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით თბილისში სატრენაჟორო დარბაზი „ფიტ ლაინ სპორტი“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ სივრცეს სთავაზობს. კომპანიამ ფიტნეს დარბაზთან ერთად ჯანსაღი კვების კაფეც მოაწყო.


პროექტის ჯამური ღირებულება 350 000 ევროა. საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 80%-ს შეადგენს.


„საქართველოს ბანკი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს არის ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი ძლიერდება, რომელმაც შეძლო და ახალი, განსხვავებული სივრცე მოაწყო. სატრენაჟორო დარბაზი მომხმარებელს, როგორც ინსტრუქტაჟს, ასევე, სწორ კვებასაც სთავაზობს, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების სტილს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და უწყვეტ განვითარებაზე ფიქრობს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.


კომპანია „ფიტ ლაინ სპორტი“-ს მენეჯერი, გიორგი შველიძე კი აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის დახმარებით სპორტ დარბაზისთვის ფართი შეიძინეს და ახალი ტრენაჟორებიც დადგეს.


„საქართველოს ბანკის დახმარებით ფართის, ტრენაჟორებისა და სხვადასხვა დანადგარების შეძენა შევძელით. ასევე, მოვახერხეთ ფართის გარემონტება. დღეს 28-30 ტრენაჟორი გვაქვს და 300-მდე აქტიური მომხმარებელი გვყავს. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით ჩვენი მომხმარებლებისთვის კაფის მოწყობაც გადავწყვიტეთ, სადაც ისინი სწორად კვებას შეძლებენ. ასევე, დავამატეთ ადგილზე მიტანის სერვისიც, რაც ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის“, - ამბობს კომპანიის მენეჯერი, გიორგი შველიძე.



სატრენაჟორო დარბაზში შესაძლებელია, როგორც ჯგუფური ვარჯიშები, ასევე ინდივიდუალური ფიტნეს ინსტრუქტორის აყვანა. სურვილის შემთხვევაში კი მომხმარებელს ულიმიტო აბონიმენტის აღებაც შეუძლია.


„კომპანიას გამოარჩევს ის, რომ ინსტრუქტორი მომხმარებელს კონკრეტული კვების რაციონს უდგენს. იქვე მდებარე კაფე კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში მომხმარებელს ნატურალურ და ჯანსაღ საკვებ პროდუქტებს სთავაზობს“,- დასძენს გიორგი შველიძე.




(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up