საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გლორიამ“ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გლორიამ“ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

access_time2022-02-16 17:09:42

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა კომპანია „გლორიას“ მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთვის 120000 ევროს ინვესტიცია გამოუყო, რის შედეგადაც კომპანიამ 200კვტ-იანი სადგური შეიძინა და დაამონტაჟა. კომპანია „გლორია“ 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანიის მფლობელობაშია ორი ბენზინგასამართი სადგური. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით საკუთარ კომერციულ ფართში სილამაზის სალონის, ტოტალიზატორის და სტომატოლოგიურიკაბინეტის გახსნას გეგმავს.


„გლორიას“ და საქართველოს ბანკის პატნიორობა 2019 წლიდან დაიწყო, კომპანიამ ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით, 185000 ევროდ შეიძინა და გაარემონტა კომერციული ფართი, ხოლო 50000 ევროდ მოაწყო სილამაზის სალონი და სტომატოლოგიური კაბინეტი.


„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა პირველივე დღიდან ჩვენთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. უკანასკნელი ინვესტიციით ბენზინგასამართ სადგურზე 200 კილოვატიანი მზის ელექტრო სადგური დავამონტაჟეთ. ორ ბენზინგასამართზე საშუალო თვიური ელექტროენერგიის ხარჯი 5500 ლარამდე გვაქვს. მზის პანელებით თვეში კი 7000 ლარამდე ღირებულების ელექტროენერგიასვიღებთ. თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ნაწილს, დაახლოებით 3500-4000 ლარის ფარგლებში კი თავად ვყიდით.საქართველოს ბანკის დახმარებით ახალქალაქის ცენტრში ახალი ფართიც შევიძინე, სადაც ჩემი მეუღლე გეგმავს სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნას, ასევე სილამაზის სალონს და ტოტალიზატორს ვაკეთებთ. ასევე ვგეგმავ, მესამე ბენზინგასამართი სადგურის გახსნას“,
- აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა გრიგორი ჰამბარცუმიანმა.


მზის პანელების ინსტალაცია „ენოვუსის“ ჩართულობით განხორციელდა.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up