საქართველოს ბანკი აგრომიმართულებით მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, 0.032 ჰა-ზე მარწყვის სათბური გაშენდა.
საქართველოს ბანკის მიერ გაცემულმა ინვესტიციამ სათბურის გამართვისთვის 10 500 ლარი შეადგინა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი კი 60 000 ლარია.
„მარწყვის წარმოება არც ისე დიდი ხანია რაც დავიწყე და უკვე წლის განმავლობაში 6-7 ტონამდე ავდივარ. საქართველოს ბანკის ინვესტიციით, სათბური მოვაწყვე, სადაც მოყვანილ მარწყვს, ქსელურ მარკეტებში ვყიდი. გარდა ამისა, ჩემგან „ბევრილი ჯგუფს“ მიაქვს საკმაოდ რაოდენობის მოსავალი და საკონდიტროებსაც ვამარაგებ.
სამომავლოდ უფრო მეტად ვგეგმავ გაფართოებას, გვინდა ასევე გრუნტის მარწყვზე გადასვლა, რაც დამატებით ინვესტიციას საჭიროებს, ამიტომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცით, თუმცა სავარაუდოდ ჩვენს ახალ გეგმებს მომავალი წლიდან განვახორციელებთ“, - ამბობს კახაბერ გურგენიძე.
(R)