საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილი იდეათეკები საგანმანათლებლო შეხვედრებს მასპინძლობს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილი იდეათეკები საგანმანათლებლო შეხვედრებს მასპინძლობს

access_time2021-03-01 11:25:55

ჯერ კიდევ 2020 წელს, საქართველოს ბანკმა „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთად საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სასწავლო სივრცეების, იდეათეკების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში განათლების ხელშეწყობა და თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა წარმოადგენდა.


 

შესაძლებლობებით სავსე სივრცეებად ქცეული იდეათეკები საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში, ფოთში, დიცში, ხურვალეთსა და თბილისში შემოდგომის დასაწყისში გაიხსნა



რეგულაციებისდაცვით, აღნიშნული სივრცეები პანდემიის პირობებშიც კი ფუნქციონირებენ და როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, აქტიურად აგრძელებენ იდეათეკებში არსებული რესურსის (ინტერნეტის, კომპიუტერების, წიგნების და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოების) გამოყენებას და ამგვარად სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას.


 

საგანმანათლებლო სივრცეებში არაერთი აქტივობაც იმართება, მათ შორის წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, შემაჯამებელი პრეზენტაციები, საერთაშორისო ონლაინ კონფერენციები და სხვა.სწორედ ერთ-ერთ ასეთ საგანმანათლებლო შეხვედრას უმასპინძლა  სულ ახლახან თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში არსებულმა იდეათეკამ.




 

შეხვედრას დათო ტურაშვილი ონლაინ რეჟიმში გაუძღვა, მოსწავლეები კი როგორც თბილისის, ასევე ფოთის, დიცისა და ხურვალეთის სკოლებში მოწყობილი იდეათეკებიდან ჩაერთნენ და სპიკერს კითხვებიც დაუსვეს. 


 

"დათო ტურაშვილთან შეხვედრის დროს მოსწავლეებს შესაძლებლობა მოგვეცა საინტერესო ფორმატში განგვეხილა ისეთ მნიშვენოლავნსაკითხბი, როგორიცაა ოკუპაცია და დღევანდელგამოწვევები. ასევე ვისაუბრეთ პრობლემების გადაჭრის გზებზეიდეათეკამ საშუალება მოგვცა ეს პროექტი დისტანციურად, სხვა სკოლებთან ერთად ჩაგვეტარებინა“, - გვიყვება ლიკა ვეკუა, თბილისის 146-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. „მოსწავლეებისთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ისეთ გარემოში მუშაობა, რომელიც თანამედროვე სწავლებისთვისსაჭირო ყველა რესურსით და ტექნიკითაა აღჭურვილი. ონლაინ გაკვეთილებიც აქ ტარდება, ყველა რეკომენდაციის დაცვით. ძალიან სასიხარულოა, რომ იდეათეკა გვაძლევს საშუალებას პანდემიის პარალელურად ჩავატაროთ უამრავი პროექტი, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. მეტიც, მანძილის მიუხედავად ურთიერთობა დავამყაროთ სხვა ქალაქსა თუ სოფელში არსებულ სკოლებთან. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. დიდი ინტერესით ველოდებით სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.




 

ამ ყველაფერზე კიდევ ერთ მოსწავლეს, ნინა ყაველაშვილსაც გავესაუბრეთ: "ვფიქრობ იდეათეკა ხელს უწყობს ყველა მოსწავლეს, მათ შორის მეც. კომფორტული, სასიამოვნო და კრეატიული გარემო, რაც იდეათეკაში გვხვდება, კიდევ უფრო გვიჩენს იმის სურვილს, რომ მეტად შევიყვაროთ წიგნი და განვვითარდეთ. სწორედ იდეათეკაში ჩატარდა დათო ტურაშვილის ლექცია ოკუპაციის შესახებ. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა და ამომწურავად გაეცა პასუხი ჩემს და სხვა იქ მყოფი მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს. მოხარული  ვარ რომ გვაქვს საშუალება მივიღოთ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა და ასევე, გამოვიყენოთ იდეათეკა სხვადასხვა აქტივობებისთვის", - გვიყვება ნინა. 



 

უკვე მრავალი წელია საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. როგორც საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი გვიყვება, იდეათეკებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს პანდემიის პერიოდში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში. „გვეამაყება, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 4 სკოლაში მოეწყო და აღიჭურვა საგანმანათლებლო სივრცეები - იდეათეკები. იდეათეკები არის განათლების მღების დამატებითი შესაძლებლობა, სივრცე სადაც მოსწავლეს შეუძლია სასიამოვნო გაერმოში მიიღოს დამატებითი ინფორმაცია წიგნებით, ინტერნეტთან წვდომით და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრით. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ აღნიშნულ სივრცეებში არსებული რესურსი აქტიურად გამოიყენება როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების მიერ.  სულახლახან, იდეათეკების დახმარებით მოსწავლეებისათვის დათო ტურაშვილთან ვირტუალური შემეცნებითი შეხვედრაც გაიმართა. დარწმუნებული ვართ, რომ იდეათეკები მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას თუ აქტივობას უმასპინძლებენ, ეს კი ახალგაზრდებს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც მხოლოდ დადებითად აისახება ახალგაზრდების განვითარებაზე“,- აცხადებს თამარი.


 

ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში, 2 500-მდე მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა და აქტიურად იყენებს საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციურ სივრცეებს. საქართველოს ბანკი აგრძელებს იდეათეკების შექმნა, რათა მალე უფრო მეტმაახალგაზრდამ შეძლოს განათლებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომა და შესაბამისად, საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up