საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთის ტექნოპარკში პირველი 48 საათიანი ჰაკათონი - „Game Jam“ გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთის ტექნოპარკში პირველი 48 საათიანი ჰაკათონი - „Game Jam“ გაიმართა

access_time2022-12-22 16:25:58

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, განაგრძობს ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერას და ახალგაზრდებში ტექ-უნარების განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, საქათველოს ბანკი წელს GITA-ს ოზურგეთის ტექნოპარკის პროექტის „Game Jam ოზურგეთი” მთავარი პარტნიორია.


ინიციატივის ფარგლებში, 17-18 დეკემბერს ოზურგეთში პირველი „Game Jam“ გაიმართა. ეს იყო 48-საათიანი ჰაკათონი, რომელიც მიზნად ისახავდა, კომპიუტერული თამაშების შექმნით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშეწყობას, მათში ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და ლოკალურ დეველოპერულ ქსელში ინტეგრაციას.


ორი დღის განმავლობაში, ჰაკათონში მონაწილე გუნდები კვალიფიციური მენტორებისა და ტრენერების დახმარებით კომპიუტერული თამაშების დემო-ვერსიების შექმნაზე მუშაობდნენ. შედეგად, შვიდმა გუნდმა ჟიურის და აუდიტორიის წინაში საკუთარი თამაშები წარადგინა.


პირველი ადგილის მფლობელი გუნდი „Da Vinchi's Dream” გახდა. გუნდის ორივე წევრს - ზუკა კენჭუაშვილსა და ლუკა გორგაძეს საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული პრიზი - 5000 ლარი გადაეცა.



„Game Jam-ის“ ჰაკათონში მეორე ადგილზე გუნდი „Arnold-ი“ გავიდა, მესამე ადგილი კი „AI-Hunter-მა“ დაიკავა.


 „თამაშების დეველოპმენტი მომავლის სფეროა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, საკუთარი ფანტაზია რეალობად აქციონ, შექმნან უნიკალური პროდუქტი, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. „Game Jam-ის“ ჰაკათონი კი ამ სფეროში უნარების განვითარებისა და საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო საშუალებაა, რომელმაც ოზურგეთში თავი მოუყარა მოყვარულ და პროფესიონალ კომპიუტერული თამაშების შექმნელებს და მისცა მათ შესაძლებლობა, გამოევლინათ საკუთარი პოტენციალი“, - აღნიშნავს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი.


„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა ოზურგეთში თამაშების დეველოპმენტის სეგმენტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „Game Jam“ ჰაკათონის ჩატარება, რომელმაც მისცა სტიმული პროფესიონალ დეველოპერებს, ჩამოსულიყვნენ ოზურგეთში და შეექმნათ ისეთი თამაშები, რომლებსაც კომერციული პოტენციალი გააჩნიათ“, - აღნიშნავს ოზურგეთის ტექნოლოგიური პარკის მენეჯერი ავთო თავდიშვილი.


გამარჯვებული გუნდების მიერ შექმნილი თამაშების ვიდეო მიმოხილვა და მათი აღწერები საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათის Facebook გვერდზე დაიდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up