საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქარელში მცირე მეწარმემ ვაშლის წარმოება გააფართოვა. სოფელ შაქშაქეთში ვაშლის ბაღის გასაშენებლად და სასაწყობე ფართის მოსაწყობად ალექსანდრე კავთელაშვილმა საქართველოს ბანკისგან 51 000 ლარის ფინანსური რესურსი მიიღო.
„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა 2015 წლიდან დავიწყე, მაშინ არებული სესხით გაშენებული ბაღი სწორედ წელს მოგვცემს მოსავალს. დასაქმებული მყავს სეზონურად დაახლოებით 10-15 კაცი, ხოლო 2 ჰა-ზე წლიური მოსავალი 100 ტონიდან დაიწყება და ყოველ წელს მოიმატებს. მოგვყავს 10 სახეობის ვაშლი, მათ შორის გოლდენი, ავტონოვკა, ბროწკი და სხვა საინტერესო ჯიშები. გამზადებული მაქვს ახალი ნაკვეთი, სადაც ახალი ბაღის გაშენებას ვგეგმავ, ასევე სასწყობე ფართის აშენებაც გვჭირდება. გარდა ამისა საქართველოს ბანკის ხელშეწყობით სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ თანამედროვე ტექნიკა შევიძინოთ და სამაცივრე მეურნეობაც გავაკეთოთ.
საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის და ამ წლების განმავლობაში სხვა ასეთი მყარი პარტნიორი არ მყოლია, ამიტომ სამომავლოდ მეხილეობის გასაფართოებლად ისევ მათი ფინანსური რესურსით ვგეგმავთ სარგებლობას. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ვაშლი უცხოეთშიც მოეწონებათ და ექსპორტზეც გავალთ“, - ამბობს ალექსანდრე კავთელაშვილი.
(R)