საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს.ბანკთან თანამშროლობით კომპანია „ლანდჰაუსისადგერი“-მ სადგერში 5 კოტეჯი ააშენა, რომელიც 2950 კვ.მ-ზეა განლაგებული. პროექტის ჯამური ღირებულება 900 000 ლარია, ხოლო ბანკის ინვესტიცია 650 000 ლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი კოტეჯების მშენებლობას მოხმარდა.
„სადგერში კოტეჯების მშენებლობისთვის ფინანსური რესურსის ძირითადი ნაწილი საქართველოს ბანკიდან მივიღეთ და შევძელით საკმაოდ წარმატებული ბიზნესის დაწყება. ძირითადი დატვირთვა ტურისტებიდან მოდის, განსაკუთრებით აქტიურობენ ვიზიტორები არაბეთიდან და აზერბაიჯანიდან. მართალია მცირე რაოდენობით, თუმცა დამსვენებლები გვყავს საქართველოდანაც. ვიმედოვნებ, რომ გვეყოლება უფრო მეტი სტუმარი. სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ 5 ერთეული კოტეჟის დამატებას, ასევე ვფიქრობთ ტერასის მოწყობას და კვების ობიექტის განთავსებას, რადგან დამსვენებლების მხრიდან ამ კუთხით ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჩვენი სამომავლო გეგმების განხორციელებაშიც ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორის- საქართველოს ბანკის მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა ეკა გეგეიძემ, კომპანია „ლანდჰაუსისადგერი“-ს ხელმძღვანელმა.
(R)