საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

access_time2023-03-29 13:00:26

„საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების ხელშეწყობასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, 30 მარტს 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალური ტური 25-ედ გაიმართება.


კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. 

 

საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, წელს კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო, საიდანაც 30 ნახევარფინალისტი შეირჩა.  მათგან ფინალურ ეტაპზე კი 11 ახალგაზრდა გადავიდა. 

 


ფინალური ტურში მონაწილეები მოამზადებენ ხუთწუთიან გამოსვლას თემაზე: „You don’t get a second chance to get a second opinion”. კონკურსის ფარგლებში, ჟიურის წევრები 11 საუკეთესო კანდიდატიდან სამ გამარჯვებულს შეარჩევენ. პირველი ადგილის მფლობელი კი ლონდონში გაემგზავრება. წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი; სამხედრო ატაშეს მოადგილე, ჯოანა როი; ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე - კრისტოფერ ანდერსონი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი და საჯარო მეტყველების კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული გუგა სუხიაშვილი;  განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, თამთა კამკამიძე და ESU-Georgia-ს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი.


„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა გვაქვს განხორციელებული. ჩვენი კომპანია, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მეთერთმეტე წელია უჭერს მხარს. რადგან მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი, როგორც ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, ინგლისური ენის პოპულარიზაციას და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სიტყვით გამომსვლელებს აქვთ უნიკალური შანსი, საქართველო ლონდონში ფინალურ კონკურსზე წარადგინონ და საკუთარი თავი მსოფლიოს გააცნონ. მოხარული ვართ, რომ წელსაც მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა პროექტისთვის და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.


ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.  

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up