საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა გაიხსნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა გაიხსნება

access_time2023-04-05 11:30:16

საქართველოს ბანკი განათლების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა გაიხსნება, რომელიც 4 500 კვ.მ. მიწის ფართობზე 2 700 კვ.მ.-ის შენობა განთავსდება. ტერიტორიაზე დამატებით საინფორმაციო ცენტრის და სპორტული დარბაზის შენობებიც მოეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ლარია, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 6 მილიონ ლარს შეადგენს.

 

ახალი სკოლის მშენებლობა 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სკოლა პირველ ეტაპზე 500 ბავშვის მიღებას შეძლებს.

 

პირველი ქართულ-ამერიკული სკოლა 2018 წელს ბათუმში გაიხსნა. რიგით მეორე სკოლა დედაქალაქში - თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის სახელით იფუნქციონირებს.

 

„ჩვენს სკოლაში, რომელიც ბათუმში მდებარეობს, გახსნიდან 5 წლის თავზე 600-ზე მეტი მოსწავლე იღებს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას. ნიშანდობლივია სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება - ისინი სწავლას როგორც ქვეყნის, ასევე უცხოეთის რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ. აქვეა 120 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელიც, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, ბანაკებსა თუ  ოლიმპიადებს. სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ბაღიც, რომელსაც 320 აღსაზრდელი ჰყავს.

 


სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. შესაბამისად, ვმუშაობთ მისი გაფართოების კონცეფციაზე - ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითა და მოსწავლეთა მიღების კვოტის გაზრდის მიზნით სკოლის ხელახალი აკრედიტაციის პროცესზე. 2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისშიც გავხსნით მსგავსი კონცეფციის სკოლას. გახსნის შემდეგ, ბათუმისა და თბილისის სკოლების მოსწავლეებს შორის, არაფორმალური განათლების კუთხით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმება“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი, ირაკლი მანელიძე.

 

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას განათლების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით ბანკი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. იქნება ეს სასტიპენდიო პროექტები, იდეათეკა თუ სხვა. სწორედ ამიტომ, მსგავს საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა ჩვენთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ბანკთან ერთად, ქართულ-ამერიკული სკოლის მიზანია მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. მოტივი სწავლასთან ერთად მოსწავლეების სწორი აღზრდაა, ამას კი მაღალკვალიფიციური პედაგოგების დახმარებით შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სკოლაში, პირველივე წელს მინიმუმ 150-ზე მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.

 

სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესს, ოლიმპიური სტანდარტების მულტიპროფილური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და  სპორტული კლუბების ფორმირებას. ბათუმის სკოლას ჰყავს საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდები, რომლებიც  სხვადასხვა ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობენ.

 

კლუბების ფორმატით, როგორც ფორმალური, აკადემიური,  ასევე, არაფორმალური განათლების ნაწილში,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნოლოგიების სწავლებას ციფრული და კომპიუტერული წიგნიერების მიმართულებით. სკოლის წარმომადგენლები გეგმავენ ითანამშრომლონ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებულ საგანმანათლებლო ცენტრებთან, რომელთაც პროგრამირების სწავლების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ მიაჩნიათ რომ აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეები მიიღებენ იმ ცოდნასა და განივითარებენ იმ უნარებს, რომელიც 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია.


(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up