საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის 70 000 ლარიანი ინვესტიციით წალკის რაიონში ფერმა გაშენდა, ხოლო 40 000 ლარიანი დაფინანსებით თივის საწყობი მოეწყო. პროექტის ჯამურმა მოცულობამ კი 150 000 ლარი შეადგინა.
„30 წელზე მეტია მესაქონლეობას ვეწევი, თუმცა 3 წელია რაც წალკაში უკვე ფერმა მაქვს, რომელიც საქართველოს ბანკის ინვესტიციის დახმარებით ავაშენე, ასევე მოვაწყვე თივის საწყობი.
დღეისათვის ფერმაში სულ 15 პირუტყვია. ადრე საქონელს ვზრდიდი და ვყიდდი, თუმცა ახლა ყველსაც ვაწარმოებთ, თვეში 700-800 კილოგრამს, რომელსაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვყიდით. ფერმაში ოჯახის წევრები მყავს დასაქმებული.
სამომავლოდ ვფიქრობ უფრო მეტი პირუტყვი ვიყოლიო, გავფართოვდე და ყველის გარდა, სხვა რძის ნაწარმის რეალიზებაც დავიწყო“, - ამბობს ფერმერი თემურ სირაძე.
(R)