საქართველოს ბანკის პარტნიორობით თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა

access_time2021-04-27 13:25:15

საქართველოს ბანკი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისმა ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა. ოფიციალური ღონისძიება თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად 23 აპრილს გაიხსნა.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კოსტიუმირებული პერფორმანსი - „ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან“, რომელიც აერთიანებს ქართული მწერლობის ისტორიის ათ სცენას ადრექრისტიანული ხანიდან მეოცე საუკუნემდე. გახსნის მეორე ნაწილი კი თანამედროვე ავტორებს დაეთმო. წარმოდგენილი იყო ერთგვარი ფოტო-აუდიო პროექტი ცამეტი ქართველი ავტორის მონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებმა გურამ დოჩანაშვილის შესახებ მოკლე ჩანახატიც იხილეს.


წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადმობარებასთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, საერთაშორისო ბაზრობები და ფესტივალები, საერთაშორისო კონფერენცია, რაც იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართველი მწერლებისთვისა და გამომცემლებისთვის, დაამყარონ ახალი კონტაქტები, ასევე უცხოელებისთვის, რათა უკეთ გაიცნონ ქართული კულტურა და ქვეყანა.


„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი გვიყვება, რომ, ბევრი ქალაქი, მრავალი წელია ცდილობს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოპოვებას. თბილისმა კი ეს სტატუსი პირველივე მცდელობაზე მოიპოვა და 2019 წლის 7 ოქტომბერს გამოვლინდა, რომ, 15 პრეტენდენტს შორის, საქართველომ გაიმარჯვა.



„გვსურს, რომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იყოს ყველასთვის, ასაკობრივი კატეგორიისა და ინტერესების მიუხედავად. ვაპირებთ, დავაარსოთ საბავშო წიგნის ფესტივალი და გავხსნათ საბავშვო ბიბლიოთეკა. წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ბევრი პროექტი იგეგმება მოზარდებისთვისაც, მათ შორისაა, საგანმანათლებლო და სახალისო, შემეცნებით-გასართობი პროექტები. ყველასთვის საინტერესო იქნება წიგნების ფლიმარკეტები. ზაფხულის განმავლობაში, რამდენჯერმე, ავტორებიც გამოიტანენ საკუთარ თუ მათთვის საყვარელი მწერლების წიგნებს და სხვა მონაწილეებთან ერთად გაყიდიან. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მოეწყობა ბანაკები, სადაც ლიტერატურასა და კინოზე ვორკშოპები და სემინარები გაიმართება. გვაქვს ასევე დაგეგმილი აუდიოწიგნების პროექტიც, რომელიც, უმთავრესად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე იქნება მორგებული და სხვა მრავალი პროექტი.


ასეთ მნიშვნელოვან პროექტში, საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა, ჩვენთვის უნიკალური საშუალებაა. მთელი გუნდი, არამხოლოდ ფინანსურად, არამედ ადამიანური რესურსის თვალსაზრისითაც გვეხმარება, რაც ძალიან დასაფასებელია. მათთან ერთად ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვგეგმავთ, რომლებშიც ყველა დაინტერესებული ადამიანი იქნება ჩართული. დიდ მადლობას ვუხდი მათ ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ნინია მაჭარაშვილმა.


„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვის წახალისებასა თუ განათლების ამაღლებას. ჩვენ საქართველოს ბანკი ვართ, ჩვენთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა წვლილი შევიტანოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიღწევებში, ისეთში როგორიცაა იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება. ეს ღირშესანიშნავი სტატუსია მთელი ქვეყნისთვის, საქართველოს კულტურის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ზრდისთვის. ამასთან, ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ეს ღონისძიება ძალიან ბევრ სტუმარს იზიდავს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებისგანხორციელებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.


World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალალუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.


წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადმობარების საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალა ლუმპურის მერის მოადგილე; პროექტის დირექტორი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენის დირექტორი, ათენის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კოორდინატორი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის პარტნიორი ორგანიზაციების, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები.


იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up